Загрузка...
კარლო კაჭარავა - ჩვენ ორივეს გვიყვარდა .. / karlo kacharava - chven orives gvikvarda .. - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » კარლო კაჭარავა - ჩვენ ორივეს გვიყვარდა .. / karlo kacharava - chven orives gvikvarda ..


3:19 PM
კარლო კაჭარავა - ჩვენ ორივეს გვიყვარდა .. / karlo kacharava - chven orives gvikvarda ..
ჩვენ ორივეს გვიყვარდა
ძველი სენტიმენტალური ზღვა,
პიონები თუ კიდევ რაღაც მანერული -
ის, რაც თან გვახლდა
და ხშირად გვეცინებოდა.
უკვე ესეც მორჩა
ნებაშეწყვეტილი
ვიხსენებ შენს დღეებს
ვოცნებობ მკვლელობაზე,
როგორც ხიდი ღამით
შენს ფეხებქვეშ
და პირქუში მდინარე
სიზმარში მერამდენედ ვკბენ
შენს ბავშვობადაკარგულ მკერდს
ვიპარავ და ლიფტში ვაგდებ
შენს ფეხსაცმელებს
ხელს ვაფარებ შენს ღიმილს
და ტირილს ვიწყებ.

კარლო კაჭარავა - 1987 წელი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1277 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: karlo kacharava, poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, კარლო კაჭარავა, ლიკა კაჭარავა, lika kacharava, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0