Загрузка...
ოთარ ჭილაძე - დე, ასე ქროდეს .. / otar chiladze - de, ase qrodes .. - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » ოთარ ჭილაძე - დე, ასე ქროდეს .. / otar chiladze - de, ase qrodes ..


3:22 PM
ოთარ ჭილაძე - დე, ასე ქროდეს .. / otar chiladze - de, ase qrodes ..

დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,
ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით...
მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

ეს სულ არ არის ამინდის ბრალი,
არც ღვინის ბრალი... მეც ვგრძნობ და ვიცი,
თუმცა ხეები გვანან დღეს მთვრალებს
და მტკვარიც თითქოს შიგნიდან იწვის.

ეხეთქებიან ტოტები ტოტებს,
ზეცას იკლებენ ვაით და ვიშით.
და მაინც, ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

ოთარ ჭილაძე




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 829 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ოთარ ჭილაძე, poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, otar chiladze, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0