ასეც ხდება -
ქუჩაში მიდიხარ,
და ის დღეები წინასწარ გტკივა,
აქ რომ ვერასდროს ვეღარ გაივლი,
და საკუთარ სულს, ხელჩაკიდებულს,
ბავშვივით ნელა მიასეირნებ,
რომ ყველაფერი დაიმახსოვროს..
ნინია ნადირაძე
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..