Загрузка...
კარლო კაჭარავა - მერცხლები / karlo kacharava - merckhlebi - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » კარლო კაჭარავა - მერცხლები / karlo kacharava - merckhlebi


7:39 PM
კარლო კაჭარავა - მერცხლები / karlo kacharava - merckhlebi

მერცხლები —
თავგადასავლების მაძიებლები,
უკვე დაძველებული
ფრანგული ფილმიდან,
გახარებულნი ულოცავენ ერთმანეთს გამდიდრებას.
მერცხლები —
რომლებიც სახლის თავზე ტრიალებენ,
ოდესღაც მიფრინავდნენ ვან ხესთან.
მერცხლები დაფრინავდნენ
პატარა ჟან-პოლ რიხტერის წიგნების ზევით მზეში.
ნუ იტყვით, რომ ყველაფერი აბსურდია —
ყველაფერი ის, რისიც გვჯეროდა, არსებობს.
უბრალოდ —
სიმართლე არ არის ისე იაფი,
როგორც ზოგჯერ ჩანს.
შენი საზრდოა "როკკო და მისი ძმები",
ეუჯენიე მონტალე და
ჯაკომო მანცუ ან ჯორჯო მორანდი,
რომელიც გაცვეთილ ფუნჯებს მარხავდა
და ცისკენ ახედვისას ხედავდა:
მერცხლები!
მერცხლები!
ისინი მიფრინავდნენ
ყველაფრის თავზე და გასწვრივ —
მიღმა განწირულთა არშემდგარი ცხოვრების,
მიღმა შადრევნების და სასახლეების,
კაპიტანთა სევდის მიღმა.
ქარხნების გულდაწყვეტილ,
წაქცეულ ანგელოზთა მიღმა —
მერცხლები, მერცხლები, მერცხლები...

კარლო კაჭარავა — 1993 წ.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1190 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: karlo kacharava, poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, კარლო კაჭარავა, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0