Загрузка...
ბექა აბუთიძე - ვენიდან შენი "Gutten Abend" - ციკლიდან "ხუთი რიცხვი და სამი საათი" / beqa abutidze - venidan sheni guten abendi - ciklidan " - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-03-29, 2:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » ბექა აბუთიძე - ვენიდან შენი "Gutten Abend" - ციკლიდან "ხუთი რიცხვი და სამი საათი" / beqa abutidze - venidan sheni guten abendi - ciklidan "


8:48 PM
ბექა აბუთიძე - ვენიდან შენი "Gutten Abend" - ციკლიდან "ხუთი რიცხვი და სამი საათი" / beqa abutidze - venidan sheni guten abendi - ciklidan "

ვენიდან შენი "Gutten Abend" - ი,
თბილისის დროით - ღამე მშვიდობის.
სამი საათით ადრე დაბერდა
ხუთი იანვრის უამინდობა.

აქ, ისევ ისე, ბნელი სარდაფი,
ლოგინთან ახლოს - ასანთი, წყალი.
გატეხილ სკამზე მანტოს გადავფენ,
მცივა და ვწვები ტანსაცმლიანი,

როცა შენ იხდი საღამოს კაბას,
იყვარებ ერთი ღამის პარტნიორს.
ჰორიზონტალურ რიგში ჩაგაბეს
ლოდინის, და შენც გადაამტვრიე

ნერვები ნერვებს და ხასიათი
გაქვს უფრო ხშირად სუიციდური.
მე მჯერა შენი, შენ აზვიადებ
და მინას ურტყამ მზერის კიდურებს,
რომ დააბრმავო ხედი ფანჯრიდან...

ვენიდან შენი "Gutten Abend" - ი,
თბილისის დროით - ღამე მშვიდობის...

ბექა აბუთიძე




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 905 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, თორნიკე ჭელიძე, leksi, leqsi, tornike tchelidze, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0