Загрузка...
ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * * - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * *


9:00 PM
ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * *

ჩვენ ერთმანეთის ტკივილების
ბრმა თვითმხილველები ვართ,
ყრუ მსმენელები,
მუნჯი მანუგეშებლები,
ვცოცხლობთ ისე, თითქოს არაფერი გვემუქრება,
არაფერი შეგვემთხვევა,
არასდროს მოვკვდებით,
სიცოცხლე ხომ უფრო ხანგრძლივი და ტკბილი უნდა იყოს,
კანონმორჩილი, წესების მიმყოლი,
შუქნიშნებთან მწვანე ფერის მომლოდინე ადამიანებისთვის
და ჩვენი ცხოვრებაც გადის ასე, არც არაფერში.
ჩვენ ისევე ვერ ვუმსუბუქებთ ტკივილებს ერთმანეთს,
როგორც ფარმაცევტი
ვერ აძლევს წამალს ურეცეპტოდ მისულ ავადმყოფს.
ადამიანები გარბიან,
რომ არ ეცალოთ მათთვის,
ვინც წაიქცა,
შეჩერდა,
ან ჩაიძირა.
ადამიანები გარბიან,
რომ გაასწრონ მათკენ ნასროლ ხმას.
არ ვიცი,
რამხელა მანძილია ღმერთიდან - ღმერთომდე,
ალბათ იმდენი, რამდენადაც გვიჭირს,
ყველაზე უიმედო კაცისთვისაც უკანასკნელი იმედი ხომ შენ ხარ უფალო,
ათასგან მივედ-მოვედებით,
დავიმტვრევით, დავილეწებით
და დაცემულები, უღონოები, ძალაგამოლეულები,
სულ ბოლოს მივალთ ხოლმე იქ, საიდანაც უნდა დაგვეწყო.
ზოგჯერ, იმ ხალხით სავსე ქუჩებში მიმავალი,
რომლებსაც ვერაფრით გავუგე,
ნაბიჯებს უკუთვლით ვითვლი და ვფიქრობ,
რომელში მეტი სიმარტოვეა,
მიდიოდე, მაგრამ არსაით,
თუ იდგე და არავის და არაფერს ელოდებოდე.
წინა დღეს,
მთელი ქუჩა ისე გამოვიარე ცას ვუყურებდი,
მხოლოდ სადარბაზომდე მისულმა დავხარე თავი დაბლა
და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე,
თასმები რომ შეხნილი მქონდა,
ორივე ფეხზე,
გამეღიმა, ერთხელაც არ წავბორძიკებულვარ,
ზოგჯერ, როგორი უცნაურია იღბალი,
მაშინ გაგიმართლებს, როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება,
მაგრამ თუ საფეთქელზე ნაგანს მიიბჯენ,
შიგნით მხოლოდ ერთი ტყვიაც რომ ჩადო
და ბარაბანი დაატრიალო,
გამოკრავ სასხლეტს და..
რასაც სული ვერ მოერია,
ყველაფერს ხომ ვერ ჩაიკლავ გულში,
ვინც თავი მართლა მოიტყუა, ყველა გაგიჟდა.
აქ ასახსნელად ეძებენ სიყვარულს,
მე კიდევ ვცდილობ უსიყვარულობა ავხსნა.
ღმერთო,
ალბათ კოღოებივით გასევივართ ადამიანები,
სისხლს გწოვთ
და
განა ვლოცულობთ, გამაყრუებლად ვზუზუნებთ,
შენ კი იმის მაგივრად, რომ გაგვსრისო,
მოშვერილი გაქვს მაჯები, გული.
რა იქნებოდა,
თვითგადარჩენის ინსტინქტის ნაცვლად,
თავგანწირვის უნარი დაგვყოლოდა თან.

ლაშა მარგიანი




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1058 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, lasha margiani, leqsebi, ლაშა მარგიანი, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0