Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - ციკლიდან "Александра" / torrnike narozauli - ciklidan aleqsandra - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » თორრნიკე ნაროზაული - ციკლიდან "Александра" / torrnike narozauli - ciklidan aleqsandra


10:10 PM
თორრნიკე ნაროზაული - ციკლიდან "Александра" / torrnike narozauli - ciklidan aleqsandra

ციკლიდან - "Александра"

"იქნება ომი?" - შენ კითხულობ. მე გეუბნები -
"აბა რა წყალში გადავხტებით, ომში თუ არა!"

დგანან ბოზები, ვით ქალაქის გარეუბნები,
ჩამქარალ თვალებით, არიგებენ მკვახე უარებს,

რადგან ხანდახან მათაც ეწვით მიტკლის ღაწვები,
როდესაც შვილებს იხსენებნ და დედდებიან
მკვდარი მამების სისხლივით და ვიღაც კაცები
სამუზეუმო ნივთებივით აშტერდებიან.

დგანან ბოზები ბორდიულზე.
ჩვენი ფანჯრიდან
ასე იწყება ღამეების გარიჟრაჟები.
ამინდებია ისეთები, რომ არ გავგიჟდე
შენი თითებით შევიხვიო უნდა მაჯები

და ყველაფერი შვაჯამო ანუ თავიდან
ბოლომდე უნდა გავიაზრო, რა გზით ვიარე,
რამდენი რწმენა აღმოცენდა ჩემo ტანიდან,
როცა ძაღლივით ვილოკავდი გახსნილ იარებს

და ასი კაცი ამოწმებდა, მე ხომ არ ავარ
ის, ვისაც აღთქმით მოელოდნენ მომლოდინენი.
მხოლოდ შენ მიხვდი, რომ არ იყო ჩემში არავინ
მსგავსი და მოკვდი სიხარულით - ისე ინანე.

ჭრილობაზეც კი არა დაგჭირდა
ხელის შეხება,
ისე იწამე მთელი ჩემი არარაობა,
და შეურყვნელი სარეცელი სისხლით შეღებე...
თუმცა ამაზე, რა ხანია აღარ დაობენ...

ქვისხანაში ვარ, გამიქვავდა რიყის მუხლები.
მიიზლაზნება კოლიბრივით დროის ფანტომი.
დილაადრიან მიტოვებით ნუ მემუქრები,
დავწერ ამ ლექსს და წერტილივით
დაგსვამ.
დაგტოვებ.

ამინდებია ისეთები,
ვერ გააბოლებ
ერთ ღერ ფსალმუნსაც.
იკრაგები ნისლში უკვალოდ.
წევხარ საწოლზე წმინდანივით დედიშობილა
და უწმინდური სიზმრებიდან ბოლავს უფალი.

ან უფრო კვამლად გადინდება, მომიკმევა.
ამოექოლა ჩვენს სიყვარულს ნდობის კარები
და გაწყვეტილი თასმასავით აღარ იკვრება
ჩვენს შორის გზებად მორკალული
მკრთალი რკალები.

ამინდებია დეკმებრული და "Савичева".
ძირამდე სავსე შემოდგომის დისონანსები.
ვწერ და არ ვიცი ეს რუსეთი რას ავიჩემე
ან ის საიდან მოვიტანე, შენ რომ არსებობ.

გულის სიღრმეში რომ თბილი აქვს გული იანვარს,
რომ ექვსიან ჯვრით გაიჭრება წკენტის კაროლი,
რომ გირჩევნია ჩემთან ერთად ფეხით სიარულს,
"Bentley"-ს "ვიდი" და "Lamborgine"-ს ტყავის სალონი.

"თუ პოეტი ხარ ყველაფერი მაგარი გქონდეს!"
გინდა არ გინდა, გაიჭირვო უნდა ესოდენ,
უნდა ყლაპავდე მეტეორებს - ცეცხლოვან ლოდებს.
უნდა ხედავდე. უნდა გრძნობდე. უნდა გესმოდეს.

პოეტებისთვის
არ არსებობს ანესთეზია,
რომ არ გვტკიოდეს,
სხვანაირად როგორ დავწერდით?!
და იქნებ, ჩემო ალექსანდრრა, უკეთესია,
საქართველოსთვის ჩემი ტანჯვის დიდხანს გაწელვა.

ამინდებია, ცხრაკარიან ციხეებს ჰგვანან.
ზღვაზე გაწოლილ დაისივით წევხარ საწოლზე.
მე ვცდილობ, ღმერთი გავაღვიძო, შენ გძინავს სანამ
და ჩემი სული ასვენია ერთ თეფშ სასწორზე,

მეორეზე კი - ასჯერ მძიმე მელანქოლია,
დეპრესია თუ რეპრესია - ნაღდი გრძნობების.
და მართლაც, ჩემო სიყვარულო, რა იოლია
სხვისი ტკივილი, რა მჩატე და შეუცნობელი.

და ვფიქრობ: უფრო მარტივია ცეცხლის ანთება,
ვიდრე ამ ცეცხლის შენახვა და შენარჩუნება.

რა დაგვემართა, ალექსანდრრა, რა გვემართება?!
როდის ვიქეცით უსაწყისო დასასრულებად?!

როდის გაგიქრა თვალებიდან ცის ანარეკლი
ანდა მე როდის გადამექცა გული მყინვარად?
.
მაშ ასე,
ჩემო სიყვარლო,
ვცდილობ გავერკვე,
ვინ ვიყავი და ახლა ვინა ვარ.

თორრნიკე ნაროზაული




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 955 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, torrnike narozauli, leksi, leqsi, თორრნიკე ნაროზაული, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0