Загрузка...
რობერტ მესხი - ნიქოზის გაზაფხული / robert meskhi - niqozis gazafkhuli - 12 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 12 » რობერტ მესხი - ნიქოზის გაზაფხული / robert meskhi - niqozis gazafkhuli


10:18 PM
რობერტ მესხი - ნიქოზის გაზაფხული / robert meskhi - niqozis gazafkhuli

ნიქოზის გაზაფხული

გივარგი,
რომელი ხის ქვეშ დამარხავ ჩვენი მამებისა და დედების სინანულს?
ეგეც იქით იყოს,
ჩვენი თვალნათელი გოგო-ბიჭების სინანულს რას უზამ, -
რა მახრას შეუსევ?
რა ნაცარს წააყრი?

ეზოში ქვის ზღარბები და ბაჭიები დაგირბის.

გივარგი,
ფარ-შუბი გივარგა -
აეფარე.

სისხლიან ხელებზე აწებებული ყვავილები
წყლით მუცელდაბერილ მდინარეებს მოუყევი, -
მიწამ არ გაიგოს!..
მიწამ არ გიწყინოს!..

გაჭერი მავთულხლართი,
ქართლს რომ წამოადგეს ეკლის გვირგვინივით,
ჩადრიკე,
ჟანგმა ჭამოს!..

გივარგიი,
გივარგიი,
სული გადაიფრენს,
სული გამოძვრება რვალიდან, ეკლიდან...
ცას მაინც შეჰკიდე
ფერადი ბუშტები,
ბავშვებმა ფრანებთან ერთად რომ აუშვეს...
შიგ მათი სულია,
მავთულს ნუ შეახევ, გივარგი!..

Robert Meskhi




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 901 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, leqsebi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0