Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * * - 13 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 13 » ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * *


9:37 PM
ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * *
ძაღლი ყეფს.
ეზოში ლამპიონი ბჟუტავს.
რადიოში ice cube - good cop bad cop ისმის.

რამდენი წლისაა ჩემი აჩრდილი,
ან რამდენი საათის?
ამას ვგრძნობ, მხოლოდ მაშინ,
როდესაც ღამე დილას ებრძვის
და რადიოს უჯდება ბატარეა.

სიცივეს უხდება მეორე ადამიანი,
სიცხეს — მარტოობა,
ლუდი და სიგარეტი.

აკვარელში დავხატე ქალი,
რომელიც ყვირის
და ფურცელი დავკიდე გასაშრობად წვიმაში.
არ ვიცი,
ალბათ წვიმამ მაგრძნობინა იმხელა წვა,
რომ დავრწმუნდი მის გაშრობაში.
მეორე დღეს კი თოკს შერჩა ნაფლეთები.

კედელზე მოხეული შპალერი
მიწერილი ლექსი,
რომელიც განიჭებს წამიერ ხსნას.

მშრალი თითები.
დამსკდარი ტუჩი.
სიბნელე
და ღია თვალები.

ძილის წინ,
როდესაც, თაროდან მესმოდა ქალის კივილის ხმა,
მინდოდა დამეწვა იქიდან რამდენიმე წიგნი,
რომელსაც შემდეგ ვერ ვაპიებდი საკუთარ თავს.
ვაიძულებდი იმავე გზას,
ან ქმედებას,
რასაც შესაძლოა მსგავსი ხმა გამოეწვია.
მაშინ არ ვფიქრობდი მათ წაკითხვას,
უბრალოდ პირჯვარს ვიწერდი
და შუქს ვანთებდი ხოლმე.
მის შემდეგ მივეჩვიე ჩაძინებას სინათლეში.

შენობების ფანჯრები დუმან.
ჩემი ფანჯარა კი ყოველთვის ყვირის,
ისე, როგორც ჩემში რევოლუცია.
ისე, როგორც ჩემი მშობლების ოცნება, ჩემს აწყობილ მომავალზე,
თავისი დასახული გეგმებით.
ისე, როგორც ფრთამოტეხილ ჩიტს აქვს გაფრენის სურვილი,
ისე, როგორც ჩემში, ჯერ ვერ ნაპოვნი თავისუფლება.

წიგნში სანიშნად ჩადებული სიგარეტი,
ქუჩაში, მაღაზიასთან მდგარი მთვრალი ხალხის ჩხუბი
ეზოში კი ისმის ძაღლების ყეფა,
რომელშიც მეტი სითბო იგრძნობა,
ვიდრე იმათში, ვინც საკუთარ დედას ლანძღავს,
თავისი სიმართლის დასამტკიცებლად.

მე დასამშვიდებლად მყოფნის ერთი ჭიქა ძლიერი ჩაი
და ყურძნის რამდენიმე მარცვალი.
ფანჯარასთან მდგარი,
ვუყურებ ჩემს ყვავილს,
რომელიც ისევე გახმა და ჩამოყარა მშრალი ფოთლები,
როგორც ფსიქიატრიულში,
უგუნოდ გათიშული, წამალგაჭყიპული პაციენტი,
რომელსაც მიათრევენ პალატამდე.

მუქი შავი ფანქარი, მოტეხილი წვერით,
რომელსაც დაეკარგა სათლელი
და იპოვა საშლელი,
ანუ სჯერა რომ შეძლებს,
საკუთარი დარჩენილი ცხოვრების ხელახლა დაწყებას.
ვუყურებ და ვხვდები,
რომ მას შანსი არ აქვს სხვანაირად სწამდეს,
ისევე როგორც ადამიანს
ერთი ფილტვითა და დაშლილი ღვიძლით
სურს ერთ ქილა ლუდი და ერთ ღერ სიგარეტი.

არ ვიცი,
რამდენჯერ მომიწევს,
ყოველდღიურად,
მისალმებისას,
როდესაც პასუხი არის უყურადღებობა ან დუმილი,
მაშინ საკუთარ მე-ზე გამარჯვება.
არ ვიცი,
რამდენი ბოთლი ლუდი
მაშორებს საკუთარი თავის შესაცნობად
და რამდენი ღიმილი ცხოვრების გასაძლებად.
არ ვიცი,
როდის მოვა ჩემი აღსასრული,
მაგრამ მწამს, რომ ..
ოცდაშვიდთა კლუბის წევრი არასდროს გავხდები,
რადგანაც ვგრძნობ,
რომ ჯერ კიდევ შემიძლია ბრძოლა
და ძალით თვალს ვერ დავხუჭავ,
მხოლოდ იმიტომ, რომ მყავს გვერდით ადამიანები,
ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ.
მეტი არაფერი.

ცამ ლურჯი კაბა ჩაიცვა
და ჩვენს თვალებს მათი ფერი აგვაფარა,
ამით დამალა მთვარისთვის ნაჩუქარი შუქი
და თვითონ ენერგიულად ფეხზე წამოდგა
რადგანაც ვგრძნობ,
დილა არის ხალხისთვის,
ღამე კი ცისაა
და მთვარეული ან შეშლილი ხალხისთვის.

რადიოში ისმის mozart - requiem.
სადარბაზოში ვეწევი და თან ვტკბები ამ მელოდიით.
თვალწინ მთელი გამოვლილი ცხოვრება ჩაივლის
შვიდწუთიან მოკლემეტრაჟიანი ფილმივით.

მიწევს სიხარულით შევხვდე ნამტირალევ ხალხს,
ყველგან —
ქუჩაში გამვლელთა გამოხედვებს
და სახლში საკუთარი თავის სახეებს,
რადგანაც ღიმილს გადაეჩვია ჩემი ბინის კედლები.
მე გავიზარდე.

ჩემი თვალები ასაფლავებენ საკუთარ სხეულს,
სული კი მუდამ იბრძვის.
ეს შეგიძლია შეამჩნია ჩემს სიცილში,
რომელიც განსხვავდება სხვებისგან.

წიგნებიდან ნასწავლი ცხოვრება
და წესებს შეუგუებელი სული.
რაის სურვილის დაკმაყოფილებაზეა საუბარი,
როდესაც ოცნებაც კი გვაქვს, ღერ სიგარეტზე უფრო იაფი.

თავისა და გულის ტკივილი.
მონატრება.
ჭკუის მყოფელი ადამიანი ვერ დაწერს ამ ლექსს.
სიმარტოვემ გამოიწვია მოჩვენება,
რომელსაც გრძნობ,
როგორ მითვალთვალებს.
ყოფადობიდან გაქცევის უუნარობისა
და უდაბნოში მირაჟის მსგავსად
ვგრძნობ თავს, ახლა.

კაცს რაც სჭირდება,
იმაზე ფიქრობს და მიიღვწის.
ადამიანი რაზეც ოცნებობს, თუნდაც გაუცნობიერებლად,
სადღაც ქვეცნობიერში — ის ესიზმრება.

ნეტავ,
გიტარა მქონდეს,
ვისწავლიდი დაკვრას
და საკუთარი აუმღერელი სასიყვარულო ლექსებით,
მიწისქვეშა გადასასვლელში
ქუჩის მუსიკოსობით ვირჩენდი თავს.

ახლა კი,
როდესაც გავთიშე რადიო
და წავიკითხე საკითარი ლექსი,
აცრემლებული თვალებით
დავიწყე სიცილი!..

ნიკა ძამიაშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1198 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვა, ნიკა ძამიაშვილი, ირაკლი ბერია, lasha margiani, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, irakli beria, ლაშა მარგიანი, 27 tebervali, nika dzamiashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0