მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 16 » თამაზ ჭილაძე - ფიროსმანი / tamaz chiladze - firosmani
12:09 PM თამაზ ჭილაძე - ფიროსმანი / tamaz chiladze - firosmani
|
ჩაფიქრებული ხიდები ქარში დაიხრებიან და მტკვარს მოსვამენ, ქუჩაში, მთვარის პატარა ტბაში გაღიმებული დგას ფიროსმანი.
მის მწარე ღიმილს მთვარე ანაზებს, თავის საცოდავ საფლავს დაჰყურებს, მან ერთმა იცის ამ ქვეყანაზე, მის კუბოს თავი თუ სად დაჰხურეს.
და საკინძეზე აწყვეტილ ღილებს ხელის ფათურით დაეძებს მტკვარი და როგორც ჭიქა ქარვისფერ ღვინით, სარკმელი ისე ივსება მთვარით.
ის მწუხარება და ის ტირილი თითქოს შეუნდო ჩაჩეხილ ჩიხებს, თითქოს ჩირაღდნით და ამნისტიით გააღო სულის მთვლემარე ციხე.
"სად მიგაქვს ჩემი დაჭრილი გული!" - კვნესის დუდუკი, ქვითინებს თარი და ვერცხლისფერი და უცნაური სულში შაშვივით ჭახჭახებს ქარი...
თამაზ ჭილაძე
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 886 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, khelovneba xelovneba, leqsebi, leksi, ხელოვნება, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|