Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - ცხოვრების წიგნიდან ერთი დღეც მოეხა / nika cherqezishvili - ckhovrebis tsignidan erti dghe moekha - 16 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 16 » ნიკა ჩერქეზიშვილი - ცხოვრების წიგნიდან ერთი დღეც მოეხა / nika cherqezishvili - ckhovrebis tsignidan erti dghe moekha


12:53 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - ცხოვრების წიგნიდან ერთი დღეც მოეხა / nika cherqezishvili - ckhovrebis tsignidan erti dghe moekha
ცხოვრების წიგნიდან ერთი დღეც მოეხა.
იყურე კარისკენ, ვინ არის - არავინ.
მიუვალ ადგილას მოსული თოვლი ხარ,
ჯერ ფეხდაუდგმელი და გაუკვალავი.

თუ ბედი განსაცდელს შენს მხრებზე აცურებს,
სისხლი არ დალიო, დალიე არაყი.
შარვალზე ღილივით აწყვეტილ კაცუნებს
ზედ ნუღარ შედგები, გაყუჩდი, არ აყვე.

დადექი სარკმელთან, რას ხედავ - არაფერს.
ღამეა, ქარი და სიცივე ნოემბრის.
იპოვეს ღმერთი და შუქივით ჩააქრეს,
შენ ბნელშიც მოძებნე და გულზე მოები.

გწამდეს, რომ ხელებში მომწყვდეულ სიმწვანეს
დიდხანს ვერ დაიჭერს დღეის დღის ამინდი.
შენ იცი, ვინცა ხარ, გთხოვ, არ შეიცვალო,
გიჟივით იცინე, ლოთივით ატირდი.

ცხოვრების წიგნიდან ერთი დღეც მოეხა.
იყურე კარისკენ, ვინ არის - არავინ.
უკაცურ ადგილას მოსული თოვლი ხარ,
ჯერ ფეხდაუდგმელი და გაუკვალავი.

ნიკა ჩერქეზიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 820 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, khelovneba xelovneba, leqsebi, leksi, ხელოვნება, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0