Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - ნუ მობრუნდებით ... / tamaz badzaghua - nu mobrundebit ... - 16 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 16 » თამაზ ბაძაღუა - ნუ მობრუნდებით ... / tamaz badzaghua - nu mobrundebit ...


1:25 PM
თამაზ ბაძაღუა - ნუ მობრუნდებით ... / tamaz badzaghua - nu mobrundebit ...
ნუ მობრუნდებით —
დღეს ამ კედლებმა
დაიმახსოვრეს თქვენი თვალები,
დაიმახსოვრეს თქვენი ღიმილი.
მე ხომ გითხარით,
აქ ვერაფერს ვერ იპოვიდით,
ვერც ეგზოტიკურ პეიზაჟებს,
ვერც მრჭყვიალა მონეტებს,
ვერც იდუმალი სინათლის კრთომას.
ჩემს ძარღვებშია დალექილი ახლა ის ცოდვა
და ღამით,
როცა მთვარე მაწვალებს,
ფანჯრებივით იღება ტკივილი.
სული კი ცარიელია
და ქუჩა-ქუჩა დაძრწის,
როგორც მოხეტიალე მევიოლინე.

თამაზ ბაძაღუა


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1067 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, khelovneba xelovneba, leqsebi, leksi, ხელოვნება, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0