Загрузка...
ლაშა მარგიანი - არის, რომ არ ვიცი.. / lasha margiani - aris, rom ar vici... - 16 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 16 » ლაშა მარგიანი - არის, რომ არ ვიცი.. / lasha margiani - aris, rom ar vici...


3:30 PM
ლაშა მარგიანი - არის, რომ არ ვიცი.. / lasha margiani - aris, rom ar vici...
არის, რომ არ ვიცი, რა დღეა, რა რიცხვი,
არის, რომ თუ ვსუნთქავ, ისიც კი არ ვიცი,
დღეები მიდიან ძალიან თავისით,
ძალიან უბრალოდ, ძალიან თავისთვის.

ღიაა ფანჯრები და მაინც მიღმა ხარ,
ქალაქის, ქუჩების, ხალხის, თუ ამინდის,
თვალს ახელ, იმასაც ზეცისკენ მიჰყავხარ,
ხელებს შლი და მხოლოდ ოცნებობ გაფრინდე.

და ისევ მიჰყვები შინაგან დინებას,
ცხოვრების ჩვეული გზებისგან სხვანაირს,
არ გაინტერესებს ბედი რას ინებებს,
არ არის სხვა გზა, თუ ყველა გზა სხვა არის.

გინდა, რომ საკუთარ ძარღვებში შეხვიდე,
საკუთარ სისხლში და ძვლებში და ნერვებში,
მით უფრო ცრემლებში, რომლებსაც ვერ ღვრი და
ყოველგვარ ტკივილის მოთმენას შეეშვა.

იელვებს, იქ, სადღაც, სულში და გაწყდება,
თავს ვეღარ მოუყრი სიცოცხლის ნაპერწკლებს,
დროდადრო სულ ყველა ოცნება ქარწყლდება
და გული წააგავს დასაცლელ საფერფლეს.

და ფსკერზე ცხოვრება - მუდმივი აღმართი,
იქ სადაც გოლგოთა არასდროს ვაკდება,
დგახარ და გაკლდება, რასაც არ ამატებ
და რასაც არ აკლებ, ისიც კი გაკლდება.

ლაშა მარგიანი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1021 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, კითხვა, ლექსები, პოეზია, leqsebi, kitkhva kitxva, leqsi, tsigni wigni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0