Загрузка...
ლია სტურუა - ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან.. / lia sturua - ertad aghar vzivart magidastan... - 16 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 16 » ლია სტურუა - ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან.. / lia sturua - ertad aghar vzivart magidastan...


4:50 PM
ლია სტურუა - ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან.. / lia sturua - ertad aghar vzivart magidastan...
ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან,
რომ ვუყუროთ, რა მაღალია
ჩაის ჭიქებიდან ამოსული ორთქლი,
რა მონატრებული ლაპარაკი არაფერზე,
სიტყვას რომ დილის ჭირხლი ადევს
და უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე გამოხატავს…
ეკა მეორადი მაღაზიიდან მოტანილ კარადაში
სუფთა სარეცხის სუნს დებს,
ელენე ბგერა რ-ს
შოკოლადივით ღრღნის –
ფრანგულს სწავლობს
ელგუჯა საფლავში წევს,
მე იმ დროს ვიგონებ,
როცა ფანჯარას გავაღებდი
და ოთახი პეიზაჟით აივსებოდა…

ლია სტურუა


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1290 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, კითხვა, ლექსები, პოეზია, leqsebi, kitkhva kitxva, tsigni wigni, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0