Загрузка...
ლია ლიქოკელი - თმა შევიღებე / lia liqokeli - tma shevighebe - 16 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 16 » ლია ლიქოკელი - თმა შევიღებე / lia liqokeli - tma shevighebe


5:19 PM
ლია ლიქოკელი - თმა შევიღებე / lia liqokeli - tma shevighebe
ბროწეულისფერი ეწერა საღებავს.
ვიფიქრე, რომ შეიძლება რაღაცას ნიშნავდეს
ბროწეულისფერი თმით
მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოსვლა.
ვიფიქრე, რომ შეიძლება რაღაცას ნიშნავდეს,
ასეთ თმას ხელებში რომ მოიქცევ
და თითებს შორის ჩაიღვრება
ბლანტი ბროწეულის წვენივით,
ჩაიშრიალებს მხრების სიშიშვლეს
და ბეჭებზე გადაიშლება,
როგორც მძიმე, ხორციანი ხელის მტევანი.
ვიფიქრე, რომ ასე შეიძლება ჩამოჯდე საკუთარი თვალების ზღურბლზე,
ხელი დაუქნიო გუბეში არეკლილ ბროწეულისფერ თავს
და ენა გამოუყო,
თითქოს მოულოდნელად არსებობაში გამოიჭირე.
ან დადგე, როგორც შუქნიშანი
და გადასასვლელზე სამუდამოდ გააჩერო
ლურჯად ლოლუებდაკრუნჩხული ზამთარი.
ვიფიქრე, რომ ასე შეიძლება შეგამჩნიოს საკუთარმა ჩრდილმა
და უფრო იშვიათად დაგაბიჯოს.
შეიძლება ადგეს შენი მრუდი ზურგი
და წითელ ფრთისძირებად გადატყდეს.
შეიძლება ამოყვინთო თმენის ბნელი ბურანიდან
და დროშასავით ატარო
თმად შედედებული სინამდვილის სისხლი.
მერე დაჯდე. მიწაზე. ბალახზე. კეფაზე შემოიწყო
თითებგახელილი ბედნიერი ხელები.
თმა შევიღებე
და ჩემი ახალი დღეები ისე თენდებიან,
თითქოს ბროწეულები ობიან მუცლებს იხეთქავენ.
თმა შევიღებე.
და აღარ ამოვდივარ მიწისქვეშა გადასასვლელიდან.
თითებს ვიღებავ მღვრიე სისხლის ფერით,
თვალებს ფრანებივით ვუშვებ ცაში,
და შიშველ ზურგზე გაფენილი ბროწეულისფერი თმით
ვზივარ ჩემი თავის სარდაფში,
ვზივარ და ვიცინი.
ყველაფერი სასაცილოა.

ლია ლიქოკელი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1347 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, კითხვა, ლექსები, პოეზია, leqsebi, kitkhva kitxva, leqsi, tsigni wigni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0