Загрузка...
ეკა კევანიშვილი - კაპიტულაცია / eka kevanishvili - kapitulacia - 16 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 16 » ეკა კევანიშვილი - კაპიტულაცია / eka kevanishvili - kapitulacia


6:13 PM
ეკა კევანიშვილი - კაპიტულაცია / eka kevanishvili - kapitulacia
ეს ჩემი სურვილი იყო – არაფერი
მელაპარაკა შენზე.
ერთწლიან ცივ ომსა და დუმილით
დაბომბვაზე.
ჩემს საბოლოო კაპიტულაციაზე.
მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი
გაბედული –
საკუთარი მარცხი ჩემივე პირით
მეღიარებინა.
და არც ასე დიდსულოვანი –
გაშვებულისთვის ბედნიერება
მესურვებინა.
არც ისეთი ღირსეული, დამემალა,
როგორ წვეთავდა მუცელში
სისხლი, როცა წახვედი.
ეს ჩემი სურვილი იყო. და
გადაწყვეტილებაც,
დამეფალი საერთო საძმო
სასაფლაოზე, უსახელოდ, აბრის
გარეშე,
და არავის სცოდნოდა, სად გაქრი.
ეს ჩემი სურვილი იყო,
მეც ვეღარასოდეს მომეგნო.

ეკა კევანიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1076 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, კითხვა, ლექსები, პოეზია, leqsebi, kitkhva kitxva, leqsi, tsigni wigni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0