Загрузка...
შოთა იათაშვილი - ავტობიოგრაფია / shota iatashvili - avtobiografia - 16 ოქტომბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 16 » შოთა იათაშვილი - ავტობიოგრაფია / shota iatashvili - avtobiografia


6:14 PM
შოთა იათაშვილი - ავტობიოგრაფია / shota iatashvili - avtobiografia
იყო დრო,
ის ფიქრობდა ასე:

გაუგებარია – ღმერთი
გასაგებია – კუბიკი
ზუსტია – პარალელეპიპედი
ძნელია – სახლი
სახლშია – კუბიკი
კუბიკშია – ღმერთი
ღმერთშია – გასაგები და ა.აშ.

მერე იყო დრო,
როცა თხზავდა ასეთ კუპლეტებს:

გამოვდიოდი გარეთ,
ამოდიოდა მზე,
მიღებდნენ ლუდის ბარებს,
ასფალტს უგებდნენ გზებს.

შემდეგ ასე დაიწყო წერა:

მე შენ მიყვარხარ,
ისე, როგორც სულ არავის დედამიწაზე…
მე შენ მიყვარხარ,
და ყოველ დილით ველოდები,
როდის ამოვა მზე, ჩემი სახლის
მძიმე კარი როდის, როდის გაიღება
და ღმერთო, როდის
დავიძვრები შენი გულისკენ…

ეს დროც გავიდა,
და დაჯღაბნა:

ამის კარგიც,
ფუ, ამის კარგიც!..

იყო მომენტი, გაიფიქრა:

რა არის ნეტა
ეს კარგადყოფნა ან ცუდადყოფნა…

ხოლო მერე:

ქარი ხან ჰქრის და ხან არა ჰქრის,
ფოთლები კი სულ მიჰქრიან თურმე ქარდაქარ..

აი, ბოლოს კი
მწოლიარემ ლოგინში, თავის
მწვანე კედლებს შეხედა და გაახსენდა:

პარალელეპიპედი,
კუბიკი,
სახლი,
ცხოვრება,
ღმერთი… – მარტივია, რთულია, ზუსტი…

შოთა იათაშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1010 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, წიგნი, ლექსი, კითხვა, ლექსები, პოეზია, leqsebi, kitkhva kitxva, leqsi, tsigni wigni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0