როგორც ნაჯახი როგორც გამჭოლი როგორც გულმკერდი როგორც ცივი სველი ტკივილი როგორც უხამსობა როგორც გაღვიძება როგორც მის გარეშე როგორც მასთან ერთად როგორც ღამესთან გადაკვეთის ხაზი როგორც დაწყება როგორც ის ნაკერი არის ღამის ხაზი სკალპელის კვალი ასეთია სხეული ტივტივებს სიზმარში ძილი გაუნძრეველი და შემდეგ გამოღვიძება ცხადი გამოღვიძება როგორც სიფზიხლე გა-მო-ფხიზლება და მერე ის ვიღაც ის
ghoul, ghoul
chewer of corpses
corpsechewer
როგორც მხლებლები თავადის საწოლთან როგორც ვინმე დიდებულთან შეკრებილან შენ გარშემო რუხები რუხები ერთად დასცქერიან ნამოქმედარს გაჭრილს შენში შენსაში ცხოვრებაში ჩონჩხში და იგი ხედავს კარგად ყოფილა მისი წითელი ნორმანული წვერი სქელი სქელი როგორც ბამბა როგორც საფენი ქაჩავს ფრთხილად პულსის შეგრძნებით რატომ იგრძნობა გარშემო ირგვლივ ეკრანებზე ყველგან ეს პულსი მაგრამ ის მერეც გრძნობს მაინც და ქირურგის ხელი გეჩვენება ისეთი უხეში მან უნდა გაკვეთოს გაკვეთოს სათუთი ხორცი რომ უნდა გაკვეთოს თქვი მშვიდად სათუთი სათუთი სათუთი ხორცის გავლით უხეში ხელები შენი სულის სუნთქვასთან ერთად სისხლის მდუმარე მიმოქცევაში შედიან და გამოსვლისას კვლავ ამო-სუნთქვა და გშორდება ნორმანული წითელი წვერი სქელი სქელი ეს სკალპელის თანამეწყვილე ასე საჯაროდ შენს გულში რომ შემოიხედა
ქირურგი # 2
ლოკოკინის ბრჭყვიალა ნაკვალევი მილიმეტრმიყოლებით ჭადრის ქერქზე ნაპირისკენ გადაბრეცილი ხარ შენ შენი საჩვენებელი ჩხირი სამართებელი აღწევს ჩემში მძინარეში არც ერთხელ რომ არ ჩაუსუნთქავს გარედან შიგნით სინათლის ქვეშ როცა ხერხის ზუზუნში კავით მიხსნიდი გულმკერდს კვირების შემდეგ გამომიტყდები რომ ყოველ ჯერზე ძრწოლა გიპყრობს როცა უცქერ გახსნილ ფუტლიარს თორმეტ ნეკნს რომ უჭირავს რომელიც უფრო მეტია ვიდრე მთრთოლავი გული გახსნილი კი წააგავს ჭაობს მცენარეებით გადაფარულს უფრო უღრანსაც და ეს ჭაობი გაჟღენთილია ადრეული შემოდგომის წითელი ჭავლით
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..