“ლაბირინთში მოხვედრილი ადამიანი ჭეშმარიტებას არასდროს დაეძებს, არამედ თავის არიადნას. ფრიდრიხ ნიცშე
.
ეს მერამდენედ გადაგთელა მინოტავრმა ჭენებით უფიქრელად და გულგრილად გადაგიარა დაოთხილი გამოიჭრნენ მძიმე ფლოქვები მისი ლაბირინთის ვიწრო გულიდან შენ კი ამ მოულოდნელობას უწამლოდ შერჩი ეს მერამდენედ
ლოკოკინა იძინებს ყურში და რადიოს ხმაში, მიღება რომ არ აქვს საერთოდ მისი შიშინი ყლაპავს მიწას მის სიშავეს ასფალტის სიმძიმეს შენ მიდიხარ გადარეცხილი ქუჩები შავად ბზინავენ მინოტავრო შენს ქალაქში ძაფიც არ გდია ქალაქის ცენტრი პატარაა ჩახლართული გუგუნის ჭვარტლი შხუილი სიმძიმე და არ მცირდება გაწვება ვარდება ამ შუალედში ამ დროს ის შემოდის შენს ყურში ლოკოკინას სძინავს გწკმეტს მისი თქარუნი ქვევით და ქვევით ფლოქვებით გივლის და როდის როდის როდის როდის გეღვიძება გარშემო სითეთრე შენ სისხლიანი თავი დაჩეჩქვილი წითელი სველი გამსკდარი სითეთრე სადაც სადაც შენს წითელს ნდომა აქვს ძაფის და ნაკერზე აშლია ვნება.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..