რენტგენის სურათი როგორც საღამოს აქამდე როგორც ხშირად როგორც სრულებით სავსებით ბოლომდე შენი ხერხემლის მალები დაგორავდნენ
ჩემს ცერა თითებს შორის ვფიქრობდი კანს აქვს უფლება ვფიქრობდი ქერა ღინღლი ქვევითამდე ვფიქრობდი რატომ თავბრუსხვევით რომლიც ადრეულ ასაკში უნდა განიცადონ შენი ზურგი ვფიქრობდი შენი ღინღლი სრულებით ვფიქრობდი ახლა როცა ისინი ხელს მკიდებდნენ მარეგისტრირებდნენ ხელს ვაწერდი
თეთრცისფერი ტატუირება და ჩვენ ორნი კარდეოლოგი და მე გამჭოლ შუქზე ვათვალიერებთ რა შუაშია ხერხემალი ვფიქრობ მე როგორც მე ვამჩნევ როგორი მოხრილია ჩემი ზურგი სურათზე მაგრამ შენ უფრო შუაში ხარ უფრო ზუსტად გულია შუაში ეს მოწყობილობაა შუაში რომელიც ქვედა ნეკნის ქვეშ დევს მაგრამ აღარ მუშაობს და იქ არაფერს ვგრძნობ იმ კანქვეშა ნეკნების ძვლოვანებაში რომელსაც შენ ახსენდები
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..