Загрузка...
ადამ ზაგაევსკი - ელექტრული ელეგია / adam zagaevski - eleqtruli elegia - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 7:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ადამ ზაგაევსკი - ელექტრული ელეგია / adam zagaevski - eleqtruli elegia


2:43 PM
ადამ ზაგაევსკი - ელექტრული ელეგია / adam zagaevski - eleqtruli elegia
ეძღვნება რობერტ ჰასს

.

მშვიდობით გერმანულო რადიომიმღებო
ერთადერთი მწვანე თვალით მსხვილ სახეზე,
რომლებიც ქმნიდნენ ელექტრონულ ეკვივალენტს
სულის და ხორცის (შენი შიდა ნათურები ციმციმებდნენ
და ვარდისფერი გედგა ტანში, როგორც ორაგულს,
როგორც ბერგსონის „სიღრმით ეგოს“.
შენს პირზე აკრული
ხორკლიანი ქსოვილიდან (ყურით რომ ვეკვროდი
სააღმსარებლოს სარკმელივით) ჩურჩულებდა მუსოლინი,
ყვიროდა ჰიტლერი, გვმოძღვრავდა სტალინი,
კნაოდა ბერუტი1, ლაყბობდა გომულკა2.

შენ ბრალს ვერავინ დაგდებს ღალატში.
ერთადერთი შენი ცოდვა – მორჩილებაა,
აბსოლუტური, უპირობო მორჩილება მეგაჰერცების.
იღებდი, რასაც გადმოგცემდნენ. გადასცემდი, რასაც იღებდი.
შენ ხმას ვერავის ჩაუხშობდი.

თვითონაც ვიცი,
რომ შუბერტის სიმღერები განიჭებდნენ ნამდვილ სიხარულს
და ელექტრონულ გულისცემას გიჩქარებდნენ შოპენის ვალსები;
მხოლოდ ისინი გინაზებდნენ პირზე აკრულ ხორკლიან ქსოვილს,
როგორც ძველმოდურ რომანებში – კაბის გულისპირს
შეყვარებული გოგონების ძუძუებზე;
და არა ბი-ბი-სი,
და არა თავისუფალი ევროპის რადიო,
როცა შენი მწვანე თვალი ნერვიულად ხამხამებდა,
მსხვილდებოდა და წვრილდებოდა მწვანე კაკალი,
თითქოს მიგეღო ატროფინის ჭარბი დოზა.
დროგამოშვებით
შენში ბუდობდნენ ჭორიკანა თოლიები, ოხრავდა მაკბეტი.
თავს გაფარებდნენ ღამღამობით SOS-სიგნალები
ღია ზღვაში ჩაკარგული მეზღვაურების
და ზუზუნებდნენ თავწაწყვეტილი ახალგაზრდა კომეტები.


შენი სიბერე დაიწყო შიშინით.
ხმები თანდათან მოიგუდნენ, შემდეგ დაბრმავდი
და ჩაქრა შენი მწვანე თვალი; ბოლოს დამუნჯდი.

იძინე მშვიდად, გერმანულო რადიომიმღებო.
შუმანი იყოს შენი სიზმრის თანამგზავრი. არ გაიღვიძო
არც მაშინ, როცა დაიყივლებს მორიგი ტირანი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 871 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ucxouri poezia, poezia, პოეზია, leqsi, leqsebi, პოეტი, poeti, uckhoeli poetebi, ლექსები, ლექსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0