Загрузка...
ლალი ციპი მიხაელი - სხეული / lali tsipi michaeli - skheuli - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ლალი ციპი მიხაელი - სხეული / lali tsipi michaeli - skheuli


3:40 PM
ლალი ციპი მიხაელი - სხეული / lali tsipi michaeli - skheuli
ვიცი ვარ სული და მაქვს სხეული
ვიცი ვარ სული და მაქვს სკამი
ვიცი ვარ სული მაქვს იატაკი
მარჯვენა კედელი მარცხენა კედელი
კედელი წინა და უკანა კედელი
ვიცი ჩემ ფეხქვეშ ხის იატაკია თავს ზემოთ ჭერია მაღალი
ვიცი მაქვს სკამი მაქვს ადგილი საფლავის ქვაც მაქვს
რისთვის დამჭირდა ამის მტკიცება
მოეგე გონს გონს მოეგე
ვიწყებ თავიდან
მაქვს მაგიდა მაქვს სკამი მაქვს სხეული
მაინც ვარ სული
დავმოგზაურობ სხეულზე
რომელიც არც კი ვიცი რა არის ჩემი
სად მე სად ის
ან რაში მჭირდება
ნაპატივები ეს სხეული
შიგ ჩამძვრალი რისთვის ვიღვწი ასე გულდაგულ
სულისათვის
სხეული სულისათვის
სხეული.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 751 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ucxouri poezia, ლექსი, poezia, პოეტი, leqsi, ლექსები, uckhoeli poetebi, პოეზია, leqsebi, poeti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0