შვიდი წლის ვიყავ როცა ისრაელის ემიგრანტმა მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად დავტოვე საქართველო. რკინიგზის სადგურზე ერთი მიმართულებით აღებული ბილეთის განცდით ვიდექით. იყო მოსკოვიც მაგრამ ვიდრე ვენის ზღაპრულ სასტუმროში დღესა და ღამეს გავატარებდით ერთი მატარებლიც გამოვიცვალეთ. ხოლო იქიდან თვითმფრინავით ისრაელში დავეშვით - სხვა პლანეტაზე. იდგა 1972 წლის შუა იანვარი. და მას შემდეგ მატარებელი ჩემში განშორების სიმბოლოდ იქცა. თვითანალიზის. სხვა ცხოვრების. კარგვის. აღარას ვამბობ ვაგონ-ეტაპთა იმ კოლექტიურ მახსოვრობაზე „ებრაული დეენემი“ რომ ჰქვია ჩემთვის კი იგივეა რაც წანწალის მიგრაციის ადამიანთა სევდის სიმბოლო – მატარებელი თუნდაც სულ ახალი სხვა რელსებზე მორბენალი კაცობრიობის თანამედროვე პირმშო – „ნონ-სტოპ“ მატარებელი როცა მოგონებათა ამ მორევში ჩაძირვას ვცდილობ უკან მომდევენ ჩემი ცხოვრების მატარებლის კოლაჟები და არა მარტო ცხოვრებიდან დოკუმენტური ფილმებიდან ნახატებიდან ხელოვნების საგანძურიდან. მატარებელი იქცა ცნებად – „მატარებლობა“ და მე არ ვიცი ვის ვეკუთვნი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..