საღამოს „მფრინავ ხანჯალთა სახლის“ ყურების შემდეგ კინგ ჯორჯზე „ბაჩოს“ კაფეში ვისხედით ასეთი პოეტური ფილმი ჯერ არ მინახავს-მეთქი ვთქვი
და სასიყვარულო სამკუთხედის მორევში ჩავეშვი რაც სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა ამ თმააკრეჭილი მიმტანი ქალის გადამკიდე
განსაკუთრებული ხარ-მეთქი ვუთხარი და შენცო მიპასუხა
და ქმარყოფილი გამახსენდა… სასამართლოს და სამართალს ფუძე აქვს ერთი თანადგომის ნიშნად ხელს მომიჭერდა მხოლოდ ნიშნად თვალებიდან მომწყდარი ცრემლი იმ მიმტანის მოტანილ ჟასმინის ჩაიში ჩაიძირა
ალბათ სულაც ამ ქალმა მომგვარა ცრემლი
ისე ჰგავდა ქართველ ქრისტიან ქალს თბილისური ლუდხანიდან მითხარი ბალიშებში ჩაჯექიო
მერე დასძინე ერეზმა დარეკა და შენ არ გიკითხაო სიტყვაც არ დასცდენია შენზეო მითხარი
გიპასუხე მეც სულ მასზე ვფიქრობდი-მეთქი
მერე ვთქვი ორენმა დარეკა-თქო
შენ პოეტი ქალის ბურუსით მოსილი სიკვდილის ამბავი მიამბე თითს ვინც დაუქნევდა ყველას რომ მისდევდა იქ, ეილათში
გაფრენილ სიტყვას ვერ დაიჭერ ჰოდა ნურც ეცდები
თავისუფლებას ვღიღინებდი მაინც არ აფრინდა პეპელა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..