Загрузка...
ნუციკო დეკანოზიშვილი - * * * / nuciko dekanozishvili - * * * - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ნუციკო დეკანოზიშვილი - * * * / nuciko dekanozishvili - * * *


4:43 PM
ნუციკო დეკანოზიშვილი - * * * / nuciko dekanozishvili - * * *
ამ მთებზე მეტად მხოლოდ ეს მთები მიყვარს,
და მთები ისევ მშვიდად ისმენენ ამას.
პირველად იყო და ახლაც არის სიტყვა,
რომელიც მთებთან ხელებგაშლილი წავა.
რომელიც მთებთან, შენთან ვნახე და მიყვარს,
მიყვარს ეს სიტყვა, ყველა სიტყვაზე მეტად,
უყურებ მთებს და შენთვის, უბრალოდ, ზიხარ,
ზიხარ – უბრალო, აღარ დაითვლი სეტებს -
როგორ არ იყო ის, ვინც ფეხდაფეხ გდევდა,
როგორ მირბოდი სადღაც, ათასგზის მკვდარი,
როგორ გაჩნდა და როგორ აგორდა სევდა,
და როგორ წვიმდა, როცა იყავი გარეთ.
და მოდიოდნენ მთები – დახრილი მხრებით,
დახრილი მხრები, ჰაერს რომ მზისკენ ხრიდა,
და ერთი სიტყვა, რომელიც მახსოვს დღემდე,
და ერთი სიტყვა, რომელიც დღემდე მინდა,
და დღემდე მიყვარს, თუმცა მიყვარდნენ მთები.
ამ მთებზე მეტად მხოლოდ ეს მთები მიყვარს.
როგორმე უნდა დღე მოვიტანო დღემდე,
როგორმე უნდა მთებთან ავზიდო სიტყვა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 801 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსი, პოეტი, poezia, leqsebi, ucxouri poezia, პოეზია, leqsi, uckhoeli poetebi, poeti, ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0