Загрузка...
ნუციკო დეკანოზიშვილი - * * * / nuciko dekanozishvili - * * * - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ნუციკო დეკანოზიშვილი - * * * / nuciko dekanozishvili - * * *


4:43 PM
ნუციკო დეკანოზიშვილი - * * * / nuciko dekanozishvili - * * *
თუ მინდა,
შეუჩერებლად მიყვარდე,
შენ ხანდახან უნდა იყო შორს და თვალახვეული,
შენ სულ უნდა იყო შორს და უმოქმედო,
შენ სულ უნდა იყო..
არ დაგინახოს ჩემმა თვალებმაც!
რადგან მე უნდა ვუყურებდე
ჩემს გაუსაძლის სიყვარულს,
რომელიც ფეხშველა ბავშვივით
მობანცალებს წვეტიან ქვებზე,
რომელიც დასისხლულფეხებიანი ბავშვივით
მობანცალებს კოკისპირულ წვიმაში -
წვეტიან ქვებზე და
სიყვარულისგან და ტკივილისგან
თვალები წითელი სიხარულით უელავს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 879 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეტი, ლექსი, ლექსები, poeti, uckhoeli poetebi, leqsi, პოეზია, ucxouri poezia, leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0