Загрузка...
ნუციკო დეკანოზიშვილი - მამაჩემის ხანდაზმული მეგობრები / nuciko dekanozishvili - mamachemis khandazmuli megobrebi - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ნუციკო დეკანოზიშვილი - მამაჩემის ხანდაზმული მეგობრები / nuciko dekanozishvili - mamachemis khandazmuli megobrebi


4:46 PM
ნუციკო დეკანოზიშვილი - მამაჩემის ხანდაზმული მეგობრები / nuciko dekanozishvili - mamachemis khandazmuli megobrebi
ამას წინათ, ერთი მათგანი შემხვდა -
თეთრი, დიდი წვერი გაზრდოდა,
საათვალეებიდან ძლივს მოუჩადა ჭროღა თვალები,
იდგა ხანდაზმული,
გაზაფხულის შხაპუნა წვიმას დიდი ხის ქვეშ ემალებოდა.
მეორეც ხანდაზმული მოდიოდა -
მოხრილი, თვალებდახრილი,
მიწის გარდა ვერაფერს ხედავდა – სამსახურში მიიჩქაროდა.
მესამე მათგანი სასაფლაოზე შემხვდა,
აღდგომის მომდევნო დღეს,
უზადო, შავი კოსტუმით, ღირსების გრძნობით აღსავსე,
გაჭიმული დადიოდა საფლავებს შორის
და ვერ ამჩნევდა,
როგორი თანაგრძნობით უყურებდნენ, საფლავის ქვებიდან,
ნაადრევად გარდაცვლილი მისი კბილა ბიჭები.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მეოთხეც შემხვდა -
მას უშველებელი ღიპი ჰქონდა,
მეხუთეც იყო – ჩასისხლიანებული თვალებით და
გაგლეჯილი გულით.
მეექვსე – შვილმკვდარი – მოვიკითხე, -
როგორა ხართ, გიორგი ბიძია – მეთქი.
მხრები აიჩეჩა, – რა ვიციო.

რამდენიმე მათგანი შორიდანვე მომესალმა:
გამარჯობა, შვილო!

და მე ხელს ვიფარებდი,
ხან თვალებზე, ხან ყურებზე,
რომ არ დამენახა,
რომ არ გამეგო, რატომ მოკვდა მამაჩემი -
მან, უბრალოდ, ვერ შეძლო, ასეთი გამხდარიყო,
რადგან ვერაფერი მოუხერხა
ბავშვივით გაფართოებულ თვალებსა და
სიცოცხლით შეუკავებელ ღიმილს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 867 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: uckhoeli poetebi, პოეზია, ucxouri poezia, leqsebi, ლექსები, poeti, ლექსი, პოეტი, leqsi, poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0