Загрузка...
ნუციკო დეკანოზიშვილი - მრეცხავი / nuciko dekanozishvili - mreckhavi - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 7:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ნუციკო დეკანოზიშვილი - მრეცხავი / nuciko dekanozishvili - mreckhavi


4:49 PM
ნუციკო დეკანოზიშვილი - მრეცხავი / nuciko dekanozishvili - mreckhavi
ერთი ადგილია ჩემ ქალაქში,
მანქანებს რეცხავს ერთი კაცი – თავის ეზოში.
ღობეზე აბრაა გამოკრული: “კარგად არ ვიცი”.
ყოველთვის უამრავი მანქანაა რიგში.
დაკერხერება 1 ლარი ღირს, ქაფით დაკერხერება – 2 ლარი და

შიგნით თუ მტვერსასრუტიც მოატარა – 3 ლარი.
ერთი სული მაქვს-ხოლმე, მივიდე.

მივიდე და ჩავდგე იმ რიგში.
ამ დროს ათას რამეს ვისმენ: კარგ მუსიკას და ამ კაცის საუბარს.
სულ კარგ ხასიათზეა.

დადის უზარმაზარი ბოტებით და აჩაჩული შარვლით,

თვალები სიხარულით უბრწყინავს:
მეო, სულ არ მჭირდება მეტი ფულიო.

ფულმა შეჩვევა იცისო,
მერე მაინც არ მეყოფა და
სულ ცუდ ხასიათზე უნდა ვიყოო.

რად მინდა, კაცო, ბევრი ფულიო? – დააბოტებს, უშტვენს და ბრწყინავს.
3 მარტს და 8 მარტს ქალებს უფასოდ გვემსახურება.
საქმე ამაში რომ არ არის, ხვდებით, ალბათ.
ერთი სული მაქვს, მივიდე-ხოლმე და

ჩემ გაქაფულ-დაკერხერებულ მანქანასთან ერთად,

სულიც გავირეცხო, ათას ამბავზე მოჭიდებული,

ათას წვრილმანზე მიბმული, ათას ჭუჭყში ამოსვრილი.
ეს ადამიანი ბედნიერია.

ბედნიერია, იმიტომ, რომ ადამიანია.
მეც რაღაცებს მოვყვები-ხოლმე, ვაჭიანურებ წამოსვლას.

მერე რა, რომ სულ კაცების რიგში ვდგავარ.
მოვდივარ იქიდან,
წკრიალა მანქანით და სულ შტვენა-შტვენით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 802 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsebi, ლექსი, poeti, ucxouri poezia, poezia, პოეტი, ლექსები, uckhoeli poetebi, პოეზია, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0