ხმებით სავსე ჩემს ქალაქში, ზოგჯერ ცისკენაც ვიხედები. ცივი და ბასრი ხმა მუეძინის ჰაერს ორად კვეთს… ნურაფერს მეტყვით სიკეთეზე, ნიჟარები ვართ - ზღვის ხმა დამშრალი, თუ კეთროვნები. მხოლოდ ქარი, ერთადერთი, სახეს არ მალავს და ყველაფერს ყვება ალალად, ჩამოქცეულ შენობებს შორის, თუ ნანგრევებში მოყოლილი. ვინ უშველოს ბავშვებს – ჩიტისძვლებას, გასაფრენად რომ ემზადებიან, ან უცაბედად ჩაძინებულ ადამიანებს? ხმებით სავსე ჩემს ქალაქში, ზოგჯერ ცისკენაც ვიხედები, მომწყდარ ვარსკვლავებს, სურვილები რომ მივაწყევლო.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..