Загрузка...
ია ჯინჭარაძე - * * * / ia jincharadze - * * * - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ია ჯინჭარაძე - * * * / ia jincharadze - * * *


5:03 PM
ია ჯინჭარაძე - * * * / ia jincharadze - * * *
როცა სიმღერა უბრალოა და არ უმღერის
დიდ გამარჯვებებს,
ქალაქებში ზეიმით შესვლას,
როცა სიმღერა უბრალოა და არ უმღერის
გზებს ხმაურიანს
და ამ გზებზე მოსიარულე
მგზავრებს, სიმღერა უბრალოა – ჰაერი, ცეცხლი
და გეშინია ნაცრად ქცევის, ცაზე დაცემის
და შენი მზერა მზეს წვდება და უდაბნოს ერწყმის
და სიზმრების წინ თმებს ივარცხნი – წყალმცენარეებს.
გატყდა უღრანი – სავარცხელი და ჯადოც გაქრა,
გამოქვაბული გადაიქცა უბრალო ღრიჭოდ,
სადაც ქარივით შეძვრები და ამოისუნთქავ
შენს შიშს, თუ ეჭვებს და ხავსივით მოეჭიდები
სათქმელს, რომელიც სულ არ არის შენი ნაპირი
და არც ფსკერია, რომ იჯდე და დუმილს ამბობდე.
ასეა, როცა ერთმანეთი აღარ გვჭირდება,
ასეა, როცა ვშორდებით და აღარ ვაპირებთ,
უკან დავბრუნდეთ და წავშალოთ ჩვენივე ხელით
მიწაზე კვალი და წყალივით უკვალოდ, დაღმა.
როცა სიმღერა უბრალოა და არ უმღერის
წყალსა და თოვლში დაღამებულთ…
წყალსა და თოვლში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 956 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსი, ლექსები, poezia, poeti, პოეზია, პოეტი, leqsebi, qartveli poetebi, qartuli poezia, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0