Загрузка...
ნინია სადღობელაშვილი - დაბერდა დედაჩემი / ninia sadghobelashvili - daberda dedachemi - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ნინია სადღობელაშვილი - დაბერდა დედაჩემი / ninia sadghobelashvili - daberda dedachemi


5:14 PM
ნინია სადღობელაშვილი - დაბერდა დედაჩემი / ninia sadghobelashvili - daberda dedachemi
დაბერდა დედაჩემი,
ტკბილს ეტანება და
ჩვენ აღარაფერს გვიტოვებს.
გაიპარება სამზარეულოში,
ჩვენთვისვე შემალულ
ოდესღაცინდელ სასუსნავებს გამოაძვრენს,
მიიყუჟება ფარდასთან ან
ფარდის უკან
(რომ უფრო მეტად გაამძაფროს
მალულობის მაცდური განცდა),
ჩაყოფს თეთრ, უმწეო და
გალეულ თითებს ფერადფოჩებიან კანფეტებში,
ამოკენკავს, ამოათავებს…
რამდენჯერმე ისეც მოხდა,
კარი იმ დროს გავაღე,
როცა სიამოვნებისგან გატანჯულ ღიმილს
შოკოლადის ლიანდაგზე
ფრთხილად იწმენდდა,
თვალი შემასწრო და ბავშვივით
აიფარა ღიმილზე ხელი
და ორი იმხელა ცრემლი გადმოუვარდა,
რამხელაც მე ყოველთვის ჩემი ბავშვობა
წარმომედგინა,
მოგორავდა ეს ორი ცრემლი
ჩემკენ,
მთელი ოთახი გადმოლახა,
ბოლოს ერთმანეთს შეეწება,
შევაღე შაქრისფერი ცრემლის კარი,
შევედი და თვალს მოვეფარე,
რომ ხელი არ შემეშალა დედაჩემისთვის
რომელიც, ჩვენთვის ნაგროვებ
ცხოვრებასთან მიპარულიყო
და კიდეებზე შერჩენილ თაფლს
ჩუმად ლოკავდა…

Top of Form


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 765 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეტი, qartveli poetebi, leqsebi, ლექსი, leqsi, poeti, ლექსები, პოეზია, qartuli poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0