Загрузка...
ნინია სადღობელაშვილი - საჩუქარი ალეპოსათვის / ninia sadghobelashvili - sachuqari aleposatvis - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ნინია სადღობელაშვილი - საჩუქარი ალეპოსათვის / ninia sadghobelashvili - sachuqari aleposatvis


5:49 PM
ნინია სადღობელაშვილი - საჩუქარი ალეპოსათვის / ninia sadghobelashvili - sachuqari aleposatvis
საჩუქარი ალეპოსათვის
შვილს, რომელიც მელოდება, როდის გავაჩენ
დაზაფრული მიყურებ სარკეში.
ჩემი კაბა სისხლითაა დათხვრილი,
მაგრამ ეს ჩემი სისხლი არაა,
ამ სისხლს ყვავილების სუნი აქვს
თავბრუს მახვევს და ხელს მიშლის,
უფრო ცხადად გაგარჩიო,
დაგინახო თავფეხიანად.
შენ კი მიყურებ შიშნაჭამი
დიდი თვალებით და
პირზე ხელს იფარებ.
ფეხებზე ბავშვები მედებიან,
ჩემ მაგივრად გიწვდიან თითებს
და შენც, ჩემ მაგივრად,
თითის წვერებით მათ თითებს ეხები.
ვცდილობ მოვიშორო ისინი,
ცუდი სიზმრებივით გავფანტო,
ჰაერში ვაფართხალებ ხელებს
და რაღაც ხდება ჩვენს თავს -
ბატიბუტებივით სკდებიან ბავშვები,
ერთის ფეხი სადღაც მიფრინავს,
მეორის ხელი, მესამის თავს
ჩაფრენილი, ცაში კიდია,
მეოთხის მუცელს
ფესვებივით უციმციმებს ბღუჯად დაყრილი
სისხლძარღვები,
თითქოს ვინმემ გაზაფხულის აპლიკაცია
გამოჭრა და უმისამართოდ
გაისროლა…
- არ შეხედო! – მინდა გიყვირო,
მაგრამ სარკეში რას გაგაგონებ.
შენ კი უყურებ ჩემს ცოდვილობას და
ალბათ გიკვირს,
სარკის აქეთ, ჩემს მხარეში რა უფლებით
გეპატიჟები.
ან იქნებ ფიქრობ,
ჩემი უკუღმართი ხასიათის გადამკიდე,
ძალა რომ არ მეყოს და
ამ ბავშვების დახეთქილი სულების სანაცვლოდ
შენი სული არ დავანთო ღმერთის მუჭში,
ისევ შენ არ გაგიმეტო,
ოღონდაც ამ უკუნეთში
რამე ბჟუტავდეს…
იქნებ ფიქრობ და ეს გაშინებს,
რადგან, სიცოცხლის უფლება
თანაბრად აქვს
ცოცხალსაც და დასაბადებელს,
რადგან ეს ის უფლებაა,
რომლის გამოც
დედამიწა ყვავილია და
მისკენ ადამიანი უნდა გადმოიხაროს…
გაშალე შენი თოთო მკლავები,
შენს უკან მილიარდი გალაქტიკაა,
ჩემს უკან კი
დედები დგანან,
ვინც სისხლიანი ხელებით კაბაზე მექაჩებიან
რომ სარკეში თავიანთი შვილებიც დაინახონ,
გაშალე მკლავები და
მაგ შუშხუნა შუქში შეიფარე
ჩვენი ბავშვები,
და არ გაგვწიროთ,
და გვაპატიეთ -
დედამიწისკენ სიყვარულით გადმოიხარეთ…


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 764 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poeti, leqsi, პოეზია, poezia, leqsebi, qartuli poezia, qartveli poetebi, ლექსი, ლექსები, პოეტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0