მთავარი » 2018»თებერვალი»2 » ამირ ორი - ერთი კათხა ლუდი / amir ori - erti katkha ludi
6:38 PM
ამირ ორი - ერთი კათხა ლუდი / amir ori - erti katkha ludi
იდეალურ მკვლელობას მიზეზი არ აქვს, თქვა მან, იდეალურ მკვლელობას იდეალური ობიექტი სჭირდება მხოლოდ, როგორც ოსვენციმში. კრემატორიუმს კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რაც მერე იყო, სამუშაო დღეების შემდეგ. გაირინდა, ლუდის ქაფს დააშტერდა, მოსვა.
იდეალური მკვლელობა სიყვარულია. იდეალური მკვლელობა არაფერს ითხოვს. იდეალური უნდა იყოს ის, რისი გაცემაც ძალუძთ. ყელში გაჩხერილი მოგონება მარადიულია. ყმუილიც, ხელები რომ ამიკანკალა, დამზრალ სხეულზე მადლივით გადმოსული შარდიც, ჩექმის ქუსლით შეიძლება გააღვიძო მარადისობა. დუმილითაც, თქვა
და ქაფს ჩააშტერდა. პატიოსანი შრომა ათავისუფლებს*. იდეალური მკვლელობა კი წვეთ სისხლსაც არ ღვრის, როგორც ბავშვის ბაგე – დააზუსტა, - როგორც ქვიშა და ქაფი, როგორც შენ, როცა მისმენ, სვამ და მისმენ.
*Arbeit macht frei (შრომა ათავისუფლებს – წარწერა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკზე)
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..