კიდევ იწვიმებს შენი ქუჩის ქვაფენილებზე კიდევ მოვა ის ჟუჟუნა, მსუბუქი წვიმა, უწონო, ჩუმი, როგორც სუნთქვა, როგორც შენი ნაბიჯი. დილის სიო თრთის, როგორც მიწა შენს ფეხქვეშ, როცა ბრუნდები. ამ თრთოლვას მხოლოდ ყვავილები და ფანჯრის რაფებზე განაბული კატები გრძნობენ.
სხვა დღეები, სხვა ხმები მოვა. კატები გრძნობენ, როცა სარკეში უღიმი შენს თავს, ძველ სიტყვებს ისმენ - დაღლილს, ჩავლილი ზეიმის სამოსივით ფუჭს და ამაოს და პასუხობ მზერით, სხეულით, სიტყვით, გაზაფხულის მეტყველი სახით.
კატები სცნობენ მარტის სახეს, მსუბუქ წვიმას, სუმბულისფერ აისს, უიმედოს შვებას და შენს ნაღვლიან ღიმილს სარკეში. სხვა დღეები, სხვა ხმები მოვა, ისევ გაიღიმებს გაზაფხული ცისკრის განცდებში.
10 აპრილი, 1950
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..