Загрузка...
ჩეზარე პავეზე - * * * / cesare pavese - * * * - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 7:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ჩეზარე პავეზე - * * * / cesare pavese - * * *


6:49 PM
ჩეზარე პავეზე - * * * / cesare pavese - * * *
დღეები გადის,
ჩახჩახა და უკაცრიელი.
როგორც ოდესღაც
შენი თვალები.
მდორე დილა
მორევს ჰგავდა
უძრავი შუქის
და შენსავით დუმდა.
სამყარო კამკამებდა
შენს თვალწინ, როგორც
დილით ზღვის წყალი
(არც სიბრალული,
არც ვნება ან ეჭვი).

სადაც შენ ხარ,
იქაა ნათელიც.
შენ ხარ სიცოცხლე და
საგნებიც გარემომცველი.
შენში – ჩვენი გულების კრიალა ცაში -
სუნთქავს ყველაფერი,
მასში არაა
არც სიბრალული,
არც ვნება და
არც შუადღის
ეს მძიმე ჩრდილი,
მუქი და უცხო.
შორეულო ნათელო,
გვეჩვენე, გაგვაგონე
სუნთქვა განთიადის.
ბნელა.
ასე ილევა დილა
შენი თვალების შუქის გარეშე.

30 მარტი, 1950


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 799 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: uckhoeli poetebi, leqsi, პოეტი, uckhoetis poezia, poezia, პოეზია, ლექსი, ლექსები, leqsebi, poeti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0