Загрузка...
ჩეზარე პავეზე - გამოვივლი ესპანეთის მოედანზე / cesare pavese - gamovivli espanetis moedanze - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-04-26, 3:12 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ჩეზარე პავეზე - გამოვივლი ესპანეთის მოედანზე / cesare pavese - gamovivli espanetis moedanze


6:51 PM
ჩეზარე პავეზე - გამოვივლი ესპანეთის მოედანზე / cesare pavese - gamovivli espanetis moedanze
კრიალა ცა,
ფიჭვები და ბილიკები
ქვიან გორაკზე.
ქუჩის ხმაური
ვერ შეამღვრევს კამკამა ჰაერს.
შადრევნებთან აფეთქებული
ყვავილები – ჭრელი შხეფები,
მხიარული გოგოებივით
თვალფახულები.
მზეში მღერიან
კიბეები, აივნები და ბეღურები.
იმ ქუჩაზე ქვებიც მღერიან.
გული ფეთქავს,
ჩუხჩუხებს, როგორც
წყალი შადრევნებში.
თრთოლვით ავლა
შენი კიბის საფეხურების.
ფანჯრებში ნაცნობი
სუნი ქვის და დილის ჰაერის.
იღება კარი.
ქუჩის ჩოჩქოლი
ემსგავსება გულისცემას
მილეულ შუქში.

და დამხვდები
მტკიცე, ნათელი.

28 მარტი, 1950


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 787 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პოეტი, ლექსი, poezia, ლექსები, პოეზია, uckhoetis poezia, leqsi, uckhoeli poetebi, leqsebi, poeti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0