შენ, მარტის ქარო სიცოცხლეც შენ ხარ და სიკვდილიც. მარტში მოსული, გრილი მიწის ჟრუანტელს მოყოლილი. გაზაფხულის სუნთქვავ, - ღიღილოვ, ღრუბლის ქულავ - შენმა სიმსუბუქე მიწა შეარყია. შენმა ნიავივით ნაბიჯებმა ჭრილობა გამიხსნა, ისევ ამატკივა.
ცივი იყო მიწა რუხი ცის ქვეშ, ბნელ სიზმარში გამოკეტილი, გაქვავებული, როგორც ტანჯვით დაღლილი კაცი. უძირო გულში ლღვებოდა ყინვა, სიკვდილ-სიცოცხლეს შორის დუმდა იმედი.
ახლა ყველაფერს, ცოცხალს, ხმაც აქვს და სისხლიც. ისევ ფეთქავს მიწაც და ზეცაც. იმედი – ტანჯვა, აამღვრევს დილას, და ყველაფერს მოერევა შენი ნაბიჯი - აისის სუნთქვა. გაზაფხული შეარყევს მიწას რაღაც ძველი, უხსოვარი დროის კანკალით. მიახლებ ტკივილს, სიცოცხლეც შენ ხარ, შენ ხარ სიკვდილიც. უხმოდ ჩაიარე, როგორც ბეღურამ, როგორც ღრუბლის ფაფუკმა ქულამ. დაგუბებული ნიაღვარი გულს გამოხეთქავს, კამკამა ცაში აირეკლება და ამ ღვარცოფში სამყარო გამოჩნდება. შენს მოლოდინში გაილია ზეცაც და გულიც. დილაა. გათენდა. გაზაფხულის სუნთქვამ მიწა შეარყია.
იმედი – ტანჯვა, იცდის, იძახის. სიცოცხლეც შენ ხარ და სიკვდილიც, თავსდამტყდარი მაგ ფარფატა, უხმო ნაბიჯით.
25 მარტი, 1950.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..