მთავარი » 2018»თებერვალი»2 » ჩეზარე პავეზე - მოვა სიკვდილი შენი თვალებით / cesare pavese - mova sikvdili sheni tvalebit
6:54 PM
ჩეზარე პავეზე - მოვა სიკვდილი შენი თვალებით / cesare pavese - mova sikvdili sheni tvalebit
მოვა სიკვდილი შენი თვალებით მოვა სიკვდილი, დაქანცული, უძილო მზერას შემომაფეთებს შენი თვალებით ყრუ, როგორც ძველი სინანულის მუნჯი აჩრდილი აბეზარი და აუხსნელი, ვით მავნე ჩვევა.
მოვა სიკვდილი, ფუჭი სიტყვებით, ჩუმი კივილით, შენი თვალებით – დილაობით რომ დაზაფრული ჩასცქერენ სარკეს. იმ დღეს მივხვდებით, ტკბილი იმედი ყოფილა მხოლოდ ეს სიცოცხლეც და არარაც – სულების ბოლო ნავსაყუდელი.
სულ ერთი წამით, მაგრამ ყველასთვის იმეტებს სიკვდილი მზერას. მოვა სიკვდილი შენი თვალებით, დამეხსნება ყოველგვარი ხიბლი, საცდური, მიცვალებული გამომხედავს იმ ავბედითი სარკის სიღრმიდან გასუსული დავუგდებ ყურს შენს დამუწულ ბაგეს და ერთად ჩავალთ სამუდამო, ბნელ სიჩუმეში.
22 მარტი, 1950
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..