Загрузка...
ზურაბ რთველიაშვილი - წმ. მარგარეტ / zurab rtveliashvili - tscm. margaret - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზურაბ რთველიაშვილი - წმ. მარგარეტ / zurab rtveliashvili - tscm. margaret


7:07 PM
ზურაბ რთველიაშვილი - წმ. მარგარეტ / zurab rtveliashvili - tscm. margaret
შენ ვნებიანი ხარ ჩემი დედა, წმ. მარგარეტ!
შენ გიყვარს ჩემი თვალის ჭრილი და სიტყვის ზომა,
მშობლის ალერსით უწმინდესი სექსს მიქადაგებ
და ზაფხულივით დანებდები ხვალ შემოდგომას.

რა არის შენი თვითმიზანი ან უმიზნობა?
ვისთვის მსახურებ, თეთრი მკერდის რწევით დასველდი,
თუ შეგწევს ძალა, ჩემს სხეულზე შენც მოიზომე
წარმართის ხელით აღმართული ეგ ცხელი სვეტი.

შენ ვნებიანი ხარ წმინდანი, ჩემო მარგარეტ!
მსჯავრად დამადე მძიმე შიში სიმშვიდის მიმართ,
სულის ორგაზმით ტკივილებზე გადაატარე
ჩქარი ელმავლის გაქანება გვირაბის მიღმა.

შენ ვნებიანი ხარ ჩემი დედა, წმ. მარგარეტ!
ფათერაკივით გაურბიხარ საკუთარ სხეულს,
როგორც მშობელი და წმინდანი სექსს მიქადაგებ
თავგზააბნეულს და ლექსების ბოდვით შერყეულს.

შენ იცი ჩემი თვალის ჭრილი და სიტყვის ზომა,
რომ ააფარო სველი საშო მზის მხურვალებას,
შენ ხარ ზაფხული პოეტების და შემოდგომა,
წმინდა დედა ხარ! - ამიტომაც უძლებ წამებას...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 829 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პოეტი, zurab rtveliashvili, პოეზია, poezia, poeti, ლექსები, leqsebi, leqsi, ლექსი, ზურაბ რთველიაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0