Загрузка...
ზურაბ რთველიაშვილი - ტატჰაგატა / zurab rtveliashvili - tathagata - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზურაბ რთველიაშვილი - ტატჰაგატა / zurab rtveliashvili - tathagata


7:09 PM
ზურაბ რთველიაშვილი - ტატჰაგატა / zurab rtveliashvili - tathagata
(ჩემს მეგობრებს, ტყე-პარკებს და ტბებს)

ის ისევ მოვა, ისევ მეტყვის ,,დაწერე ლექსი\" ,
მას ჰქვია ბუდა, ის სიგარეტს ეწევა მშვიდად,
წავიდეთ ერთად, ტბის ნაპირებს ვაჩვენოთ პირი,
წავიდეთ სწრაფად ქალაქიდან ვისაც ეს უნდა.

ნახეთ ის ხალხი, რომ მოძრაობს იდუმალ წრეზე,
ასე უსახლო, უდაბური კედლების მიღმა,
ნახეთ ის თვალი ოცი წყვილი, ნახეთ ის სიტყვა,
თვალის ორბიტებს რომ ატყვია სიჩუმის მერე.

მე მივალ მასთან, ის ბუდაა, მან იცის ზუსტად,
როგორ გავიდე კარის მიღმა, რომ მივწვდე ხელებს,
ვისა ცარ დარჩა ამ ქალაქში არცერთი ბინა,
ვინც ალიონზე გამოექცა ქალაქის მცველებს...

მან მომცა სიყვა, რომ ტყვიებად არ აქცევს ბგერას,
მან მომცა ბგერა, რომ 108-ჯერ დავთვალო სიტყვა,
მას ჰქვია ტანტრა, ის მიშლის ლექსების წერას,
მას ჰქვია ბუდა, ის სიგარეტს ეწევა მშვიდად.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 823 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: zurab rtveliashvili, ლექსი, poeti, leqsebi, ზურაბ რთველიაშვილი, leqsi, პოეზია, ლექსები, პოეტი, poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0