Загрузка...
ზურაბ რთველიაშვილი - სიყვარულის დაზგა / zurab rtveliashvili - siyvarulis dazga - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზურაბ რთველიაშვილი - სიყვარულის დაზგა / zurab rtveliashvili - siyvarulis dazga


7:11 PM
ზურაბ რთველიაშვილი - სიყვარულის დაზგა / zurab rtveliashvili - siyvarulis dazga
(ღამე დაწერილი ლექსი)

მე შემიძლია ყველგან გნახო -
ჩემთან იომე!
ვამრავლებ სტროფებს გატაცებით
და უკანონოდ
ამ ხორხით ვხერხავ ნამსხვრევ-ნამსხვრევ
საშიშ სტრიქონებს,
რომ ჩემ დაზგაზე გადაჭრილი
ხმა გაგაგონო -
ნადარბაზევი შემომაკვდა ტაში ზევიდან!
თვალი-თვალის წილ იწურება ჩემი მარცვალი,
ზღვარზე შემდგარი ვწვავ ღამეებს -
დილას ვერ ვიტან,
ვერ ვიტან დღეებს ღამეებით გაუმაძღარი.
მე შემიძლია დაგიხარო თავი მიწამდე,
ცაზე მიზანში ამოვიღო ბევრი ვარსკვლავი,
მე შემიძლია ყველაფერი, რაც განვიცადე!
რაც ვერ შევძელი, სიზმარივით წყალს გაატანე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 816 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi, პოეზია, პოეტი, ლექსი, ზურაბ რთველიაშვილი, poeti, leqsebi, ლექსები, poezia, zurab rtveliashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0