მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზურაბ რთველიაშვილი - მკვდარი კაცი / zurab rtveliashvili - mkvdari kaci
7:22 PM ზურაბ რთველიაშვილი - მკვდარი კაცი / zurab rtveliashvili - mkvdari kaci
|
მკვდარი კაცი არ დაგაცლის სიცილს, მკვდარი კაცი გაგიფანტავს ძილს. ცივი ხელით, როგორც სიზმარს, კანს გაგაცლის - ცვილის მონა, ჯარისკაცი ცვლის.
მკვდარი კაცი არ დაგიწყებს ლაციცს, აწევს მაღლა გაქვავებულ თითს, ცაზე მთვარეს შემოხაზავს ცარცით - საკუთარი სხეულივით ცივს.
ცაში ცქერას არ დაგაცლის კაცი, ვისაც ხელში უკავია ცელი, მას აცვია მოსასხამი მკაცრი, მან მოუშვა საოცარი წვერი.
ის ცხელ კვალზე გააციებს კოცონს - სწრაფად ჰკოცნის უსიცოცხლო ხელებს, მას ცხედრების მდუმარება მოსწონს - ის ამხნევებს სარკოფაგის მცველებს!
მკვდარი კაცი დაემსგავსა არწივს, მკვდარი კაცი გაგვიფანტავს ძილს - ცივი ხელით, როგორც სიზმარს, კანს გაგაცლის - ცვილის მონა - ჯარისკაცი ცვლის...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1268 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: leqsi, leqsebi, პოეზია, zurab rtveliashvili, ლექსები, poezia, poeti, პოეტი, ლექსი, ზურაბ რთველიაშვილი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი
« თებერვალი 2018 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|
|