ყური დაუგდეთ გასტრონომის ალი-ლუ-იას, ძეხვით და ლუდით მონათლული თაობის მესას - ვინც წებოვანი ვაგინის ქვეშ დადო კისერი, ვინც ყველის დახლთან დაიოთხა სამყაროს დედა.
ყური დაუგდეთ ტავერნების ალი-ლუ-იას! ძეხვით და ლუდით მონათლული თაობის მესას - ჩვენ ვეძებთ მამას მტვრიანი და გრძელი ქუჩებით და სიგიჟემდე გადაღლილებს ეს უნდა გვეთქვა.
ყური დაუგდეთ პანელების ალი-ლუ-იას! უძლური ტემბრით ჩურჩულებენ მშიერი ხმები - ცეცხლოვან ხმლებით მონათლული ჩვენი თაობა კვლავ შეასრულებს თავის მესას უფალო შენთვის.....
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..