Загрузка...
ზურაბ რთველიაშვილი - მათი ნებაა... / zurab rtveliashvili - mati nebaa... - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-04-26, 1:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზურაბ რთველიაშვილი - მათი ნებაა... / zurab rtveliashvili - mati nebaa...


7:37 PM
ზურაბ რთველიაშვილი - მათი ნებაა... / zurab rtveliashvili - mati nebaa...
მათ უფლება აქვთ დაიბადონ სიკვდილზე ადრე,
რომ ფეხაკრეფით სიმღერაზე გავარდნენ ქარში.
მათ უფლება აქვთ დაბალ ხმაზე იცეკვონ ღამე,
,,იცეკვონ ფრთხილად” მთელი დილა, მათი ნებაა...

მათი საქმეა, როგორ მოკლან უფასოდ გრძნობა,
თუ არ იძლევა უსაფუძვლოდ ალერსის ნებას.
მათ უფლება აქვთ გაამრავლონ ახალი მოდგმა,
ცვითონ ტერფები გატაცებით, მათი ნებაა...

მათი საქმეა ააშენონ მაღალი სახლი,
ვიწრო კარები ჩამოკიდონ მძიმე კედელზე _
მათი ნებაა ჩუმად ერქვათ რჩეული ხალხი,
გაჭრან არხები გადაკეტონ ყველა საზღვარი.

მათი სურვილი ნათელია _ იარონ სწრაფად,
ათრიონ ბარგი, ვიდრე გზები არ დამთავრდება.
მათ უფლება აქვთ ყველაფერი აკეთონ კარგად,
და მშვიდად მოკვდნენ მომავლისთვის, მათი ნებაა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 733 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსები, poezia, ლექსი, leqsebi, ზურაბ რთველიაშვილი, პოეზია, პოეტი, leqsi, zurab rtveliashvili, poeti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0