მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზურაბ რთველიაშვილი - ეპილოგი / zurab rtveliashvili - epilogi
7:40 PM ზურაბ რთველიაშვილი - ეპილოგი / zurab rtveliashvili - epilogi
|
გაწიეთ! დენთის კასრები გვერდზე, მე სოლოს ვცეკვავ ჩირაღდნით ხელში. თქვენთან მოსასვლელ ბილიკებს ვეძებ ქედმოუხრელი მებრძოლი ვერძი.
ისეთი გზნებით დავანთებ ხანძარს! რომ ძველი მარცხი ვაქციო ვერცხლად, ემთხვიე! ცამდე დაჭიმულ ანძას, იგრძენი! მისი ძაბვა და ცეცხლი.
ჩემ თაობაში მე ვარ პოეტი, ვინც გაარღვია ეპოქის პულსი. მე ხავერდოვანს ვქმნიდი ნოემბერს, დავიწყებ ისევ ქათქათა ფურცლით.
ფიცხელ ბრძოლაში გიწვევ ლუციუსსს! ხვალ შემოდგომა მოგველის ცხელი, სცენიდან გადის რევოლუცია - გაჰყვება კვალში ვარდების მტვერიც.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 803 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: პოეზია, poezia, poeti, ლექსი, leqsi, leqsebi, ზურაბ რთველიაშვილი, ლექსები, zurab rtveliashvili, პოეტი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|