მთავარი » 2018»თებერვალი»2 » ზურაბ რთველიაშვილი - წმინდა მგლების ლოცვა / zurab rtveliashvili - tsminda mglebis locva
7:42 PM
ზურაბ რთველიაშვილი - წმინდა მგლების ლოცვა / zurab rtveliashvili - tsminda mglebis locva
წმინდა მგელი ვარ, ვერცხლისფერი დავფარე ველი – ულუფას ველი შენი ხელით უფალო წმინდა! მე ვარ მძევალი საკუთარი ნიჭის და მცველი (ა) უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ შენდამი ჩემი ლოცვა მიიღე წმინდად! თაკარა მზეა ჩემი მოწმე, მიელავს თვალში უნეტარესი და სასტიკი ნადირის მზერა, ბევრ ხიფათს ავცდი, როცა ცხელ მსხვერპლს ვედექი კვალში, ასეთი არის წმინდა მგლების მრწამსი და რწმენა!.. არა მწამს ფიცის, მაგრამ ვიცი, სავსეა თასი. მე ამ თასს ვიცავ, როგორც წმინდა გრაალის მცველი. მგელი ვარ! მინდა გამოვცადო სიფხიზლის ფასი. ან ვეცე ყელში თუ მომეცა ამისი ნება… ამ ბგერებს ცისკენ, როგორც ღრუბლებს ყმუილით ვდევნი! ჩემი ძელია გზები გრძელი უფალო წმინდა! მე ვარ მძევალი საკუთარი ნიჭის და მცველი (ა)უუუუუუუუუუუუუ შენდამი წრფელი ლოცვა მიიღე წმინდად…
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..