Загрузка...
ზურაბ რთველიაშვილი - Status quo ante bellum / zurab rtveliashvili - Status quo ante bellum - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 7:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზურაბ რთველიაშვილი - Status quo ante bellum / zurab rtveliashvili - Status quo ante bellum


7:45 PM
ზურაბ რთველიაშვილი - Status quo ante bellum / zurab rtveliashvili - Status quo ante bellum
უწინდელ სტატუსს დაჰკარგავენ პლანეტები...
როგორც გაცვეთილი ქაღალდის ვალუტა,
როგორც მონეტა ჩამოსხმული სპილენძისგან-
დე იყოს მჩატე სახება და სახელი მათი...

სტატუსქვოს ჰკარგავენ მარადიული ქალაქები,
როგორც პარტიული მეგობარი-ამხანაგები
ეთხოვებიან კეთოლშობილ რეპუტაციას,
დე იყოს რწფელი სახება და სახელი მათი...

პირვანდელ იერს დაჰკარგავენ ჩვენი სახლები,
როცა ავახელთ სისხამ დილით თვალს განახლებულს,
წაგვიკითხავენ უსასრულოდ ლოცვას ქარხნები,
დე იყოს წმინდა და ნეტარი გუ_გუ_ნი მათი...

ზომას და მანძილს განკარგავენ მტვრიანი გზები,
როგორც თევზები ქალწულობას დასთმობენ ზღვაში_
დიდების ზღვარზე ჩამოშლიან ტალღები ჯებირს
დე იყოს ლაღი და მძვინვარე გალობა მათი...

ამა_ღამ, თბილისიდან _ ჯა-ლა-ლა-ბადამდე!
ამა_ღამ, ბაღ-და-დი-დან _ თბილისამდე!
ჯორჯ დაბლუ ბუშის გამზირის გავლით_
კარგავენ სტატუსს გან-წირული ჯარისკაცები,
დე იყოს მშვიდი და ნეტარი სახელი მათი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 771 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსი, poezia, leqsebi, poeti, პოეტი, leqsi, ლექსები, პოეზია, zurab rtveliashvili, ზურაბ რთველიაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0