Загрузка...
ზურაბ რთველიაშვილი - არშემდგარი ანგელოზები / zurab rtveliashvili - arshemdgari angelozebi - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 7:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზურაბ რთველიაშვილი - არშემდგარი ანგელოზები / zurab rtveliashvili - arshemdgari angelozebi


7:46 PM
ზურაბ რთველიაშვილი - არშემდგარი ანგელოზები / zurab rtveliashvili - arshemdgari angelozebi
კარგად შემხედე, ეს ოცნება
სხვისი ვალია,
ვერ ვითავხედე,
ვერ დავწექი,
ვერ ვიმოძრავე!
საკუთარ სხეულს უანგაროდ გავუნაწილებ
მილიონობით პირდაბჩენილ
მშიერ მასივებს.
ვინ სთქვა არ მიყვარს შენი მტრები,
რაღას იტყვიან,
გრძელი ენებით მიკაფავენ
დიდების გამზირს,
მე მიყვარს ფარა დაბნეული,
მიყვარს ბიბლია
და ყველა ჩიტი მგალობელი
თავზე რომ მაზის.
იქ სადაც გზები ვერ ითვლიან
ცეკვის სიმრავლეს,
სადაც სურვილის სამრეკლოზე
შეჰკრავენ სუნთქვას,
დაიმახსოვრე, ამ ფეხებმა
იქ გაიარეს -
იქ ჩაიდინეს ყველაფერი,
რაც კი რამ სურდათ!
ვინ გაიძულებს რომ იცეკვო
ესე სიმღერა?
ვინ დაგაბრალა სიყვარულით
მძიმე სიტყვები,
მკერდგაფატრული ლოგინები
ჩვენთვის იბრძვიან!
ჩვენთვის კვდებიან
არშემდგარი ანგელოზები!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 798 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პოეზია, leqsi, ლექსი, poezia, poeti, ლექსები, ზურაბ რთველიაშვილი, zurab rtveliashvili, leqsebi, პოეტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0