Загрузка...
ზაზა თვარაძე - ეკლესიური მანონი (რელიგია და კულტურა) / zaza tvaradze - eklesiuri manoni (religia da kultura) - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზაზა თვარაძე - ეკლესიური მანონი (რელიგია და კულტურა) / zaza tvaradze - eklesiuri manoni (religia da kultura)


11:27 PM
ზაზა თვარაძე - ეკლესიური მანონი (რელიგია და კულტურა) / zaza tvaradze - eklesiuri manoni (religia da kultura)
დაიზუთხა მანონიმ
დიდი სჯულისკანონი
და სამოძღვრო სწავლანი
სამგზის სანეტარონი,

აღარ წყალობს იმ დღიდან
მეზობლებს და მეგობრებს,
ხილაბანდის ქვეშიდან
უმზერს, როგორც მეკობრე,

გადაირქვა მანონი,
პარასკევა დაირქვა,
იცის, ცაში რა თქვეს და
ჯოჯოხეთშიც რა ითქვა,

ყველგან ეძებს მიმალულ
ერეტიკოს-მწვალებლებს,
ძია რეზის წიგნების
წერას აღარ ანებებს,

ერთ დღეს გამოიჭირა
ძია გუჯა, მხატვარი,
რწმენის ლახვრით წასხიპა
ფრთები ნამკათათვარი,

სხვა დღეს სუპერმარკეტში
ანტიქრისტეს წაასწრო,
ისე დაუტატანა,
საწყალმა ძლივს გაასწრო,

მეორჯერ ქუჩაში
შეხვდა თვითონ სატანა!
თქვენ გგონიათ, შეშინდა!? -
მასაც დაუტატანა,

სჯულის აბჯარასხმული
იცავს რწმენის საუფლოს,
ზოგჯერ, მარტო რომ არის,
ვიღაცასთან საუბრობს,

ანგელოზს თუ ხედავსო,
თქვა ბიძია თორნიკემ,
ან თუ ეპაექრება
არიოზს და ორიგენს,

დადის წარბებშეკრული,
კრიალოსანს ატარებს,
ჯოჯოხეთის გეენით
გვემუქრება პატარებს,

ამას რომ იქმს, ცხადია,
სურს ჩვენივე ცხონება,
რომ არ ვიქცეთ ნორჩები
მასონების მონებად,

აგვიკრძალა ზღაპრები -
გრიმები და ეზოპე,
დაამყარა ტერორი
ჩვენს პატარა ეზოზე,

ერთ დღეს წინ შემეფეთა,
სწრაფად ჯვარი დამსახა,
- იყავიო მორჩილი!
წყრომით თავზე დამძახა,

- ხომ იციო სად წავლენ
უნათლავი ჩვილები?
ჯოჯოხეთში წავლენო,
გეტყვი გამოცდილებით!

წარწყმდებაო ის ყველაც,
ვინც მსხვერპლია აბორტის,
დასტანჯავსო უფალი
ბავშვს, ცოდვებით დაბორკილს!

ხომ ხარ მონათლულიო?!
ხომ ჩაკალი გულიო?!
ხომ გძულს და გეზიზღება
მასონობა კრულიო?!...

იმავ ღამეს მესიზმრა
საკვირველი სიზმარი,
ვნახე ბაღი ედემის,
სანახავი მზისდარი,

მე და ჩემი დაიკო
ვითომც ახლოს მივედით,
შევყურებდით ედემ-ბაღს
რიდითა და იმედით,

ვითომც ჩვენს წინ გაიხსნა
სანეტარო კარები,
გვიხარია, თან ვფიქრობთ:
შევალთ, შევიპარებით,

სიცოცხლის ხეს ვიხილავთ
ჩაგრული პატარები,
გულმოწყალე მაცხოვრის
კალთას შევეფარებით...

მაგრამ უფლის მაგივრად
გადაგვიდგა მანონი,
ხელშემართულს ეჭირა
სულ სხვა სჯულისკანონი,

- სად მიეტენტრებითო!
დაგვიყვირა მრისხანედ,
არ იცითო, ხეები
იქ რა ნაყოფს ისხამენ?!

სული გძლევთო, იგემებთ,
დაგღუპავთო ხილია!
განვედითო, ეს მტილი
თქვენთვის დაკეტილია!

თქვენისთანა ურჩები
ჯოჯოხეთის კერძია,
ვნებებს რომ არ უფრთხიან,
ცოდვებს რომ არ ებრძვიან!

მძიმე, მძიმე ჭრიალით
მოგვიხურა კარები,
თან გადაიხარხარა
კუშტი ახარხარებით.

წამოვედით ქარში და
ყიამეთში, ყინვაში,
თვალწინ გვეღობებოდა
რაღაც მრუმე მირაჟი...

გამეღვიძა რეტდასხმულს,
ჭირის ოფლში ვცურავდი,
დღესაც არ მავიწყდება
ის საზარი სურათი,

ჩემს დაიკოს მას მერე
არ ვენდობი სრულიად -
იქნებ მწვალებელია?!
იქნებ ავი სულია?!

ჩვენი ეზოს ბალღები
ძველებურად ბალღობენ,
ხმაურობენ, ცელქობენ,
იცინიან, ლაღობენ,

დათო ბურთს დააგორებს,
გივი კრიჭავს გაზონებს,
ოთარიკო ზურიკოს
თავის ბუცებს აზომებს,

კოხტა გოგო თებრონე
წითელ კაბას მაწონებს,
მე კი მათში, ო, მათში
ვხედავ მხოლოდ მასონებს!

სიხალისე გამშორდა,
სიხარული გამშორდა,
თითქოს მთელი ქვეყანა
დამყაყდა და აშმორდა,

ყველას გემუდარებით
ვისაც შეგრჩათ კაცობა,
ყველას, ვისაც არა გსურთ
ჩემი სისხლის გაშრობა,

მას ვთხოვ, ვისაც იტყვიან
ქალწულისგან ნაშობად:
მოგვაშორეთ მანონი!
დაგვიბრუნეთ ბავშვობა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 887 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ზაზა თვარაძე, ლექსები, leqsebi, zaza tvaradze, poezia, ლექსი, პოეზია, poeti, პოეტი, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0