Загрузка...
ზაზა თვარაძე - ღორმუცელა ლალი (უნარ-ჩვევები) / zaza tvaradze - ghormucela lali (unar-chvevebi) - 2 თებერვალში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » თებერვალი » 2 » ზაზა თვარაძე - ღორმუცელა ლალი (უნარ-ჩვევები) / zaza tvaradze - ghormucela lali (unar-chvevebi)


11:31 PM
ზაზა თვარაძე - ღორმუცელა ლალი (უნარ-ჩვევები) / zaza tvaradze - ghormucela lali (unar-chvevebi)
ლალი, მითხარ გეთაყვა,
რად ვერ ძღები ჭამით?
ყველაფერი შეჭამე,
არ დატოვე სკამიც,

როიალის ფეხები
დატეხე და დახარ,
რად ვერ ძღები, გეთაყვა,
თქვი, თუ ჩემი და ხარ.

გუშინ ბებოს სათვალე
გამოხიწნე წმინდად,
მერე ჩაახრამუნე
პაპას ძველი წინდა,

დღეს შეგნიშნე, მოგქონდა
გამოხრული ხელი -
ვისი იყო, არ ვიცი,
არჩილის თუ ნელის,

იმ დილასაც შემთხვევით
შეგასწარი თვალი
პაპას ლავიწს რომ ღრღნიდი!
არ გრცხვენია, ლალი?!

პაპა ხომ გადასანსლე,
აღარც ბებო დაგრჩა,
მერე მამა შეჭამე,
ქვაბში სულ არ ჩარჩა,

დედა, ძია, მამიდა,
მეზობლებიც ყველა
სულ დაღმურძლე, შეთქვლიფე,
ღორო, ღორმუცელა!

ბოლოს მეც მომიცოცდი,
მაკვნიტავდი ფეხებს,
ძლივს გაგასწრე სახლიდან,
დავიმალე ხეზე,

ახლაც ამ ხეზე ვზივარ,
შენ კი ქვემოთ ყმუი...
ლალი, გაგებუტები,
თუ არ იქენ ჭკუით!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 827 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: zaza tvaradze, poeti, პოეტი, ლექსი, leqsi, პოეზია, leqsebi, ლექსები, poezia, ზაზა თვარაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0